უკრაინამ „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის და საქართველოს ყოფილი პრემიერ- მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრებისა და ახლო ნათესავების წინააღმდეგ სანქციები დააწესა. სანქცირებულთა სიაში მოხვდნენ ბიძინა ივანიშვილის ძმა ალექსანდრე (ადიკო) ივანიშვილი, ძმის ცოლი ქეთევან ხარაიძე, დეიდაშვილი უჩა მამაცაშვილი და მისი შვილი ტიტე მამაცაშვილი.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 პუტინის თქმით, საქართველოს ხელისუფლების სიმამაცით გაკვირვებულია
- 4 ოპოზიციური პარტიები 24 ნოემბერს პარლამენტთან აქციას და ღამისთევას აანონსებენ
- 5 არალეგიტიმური პრემიერი შსს-ს მომიტინგეებზე სასტიკი ძალადობისთვის მადლობას უხდის
- 6 პარლამენტი აღარ არსებობს, რადგან ერთმა პარტიამ თავზე დაიხია კონსტიტუცია - ზურაბიშვილი
პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ბრძანების მიხედვით, სანქცირების შესახებ გადაწყვეტილება 19 ოქტომბერს უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭომ მიიღო. სანქციები ითვალისწინებს ისეთ ეკონომიკურ შეზღუდვებს, როგორიცაა აქტივების ბლოკირება, სავაჭრო ოპერაციების, უკრაინის ტერიტორიაზე რესურსების ტრანზიტის, ფრენების და გადაყვანების, ეკონომიკური და ფინანსური ვალდებულებების შესრულების შეჩერება, სახელმწიფო ქონების პრივატიზაციაში მონაწილეობის, მიწის შეძენის აკრძალვა და ა.შ. სანქციები დაუყოვნებლივ ამოქმედდა.
სექტემბრის დასაწყისში, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს და კორუფციის პრევენციის ეროვნული სააგენტოს მიერ მხარდაჭერილ პორტალზე „ომი და სანქციები“ ბიძინა ივანიშვილის და კიდევ 11 ქართველი ბიზნესმენის მონაცემები განთავსდა. მათ შორის იყვნენ ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრები - ალექსანდრე ივანიშვილი, ქეთევან ხარაიძე, უჩა მამაცაშვილი და ტიტე მამაცაშვილი. ასევე, ბიძინა ივანიშვილის ბიზნესპარტნიორები ირაკლი რუხაძე და ივანე (ვანო) ჩხარტიშვილი; 1998-2003 წლებში საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი, ბიზნესმენ ლაშა პაპაშვილის ძმა, სულხან პაპაშვილი; საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძე; საზოგადოებრივი მოძრაობა „ერთობა, რაობა, იმედის“ (ერი) დამფუძნებელი ლევან ვასაძე და ბიზნესმენები გიორგი კაპანაძე და დავით ხიდაშელი. მათი სანქცირების საფუძვლად მითითებული იყო, რომ აღნიშნული პირები პასუხისმგებელი არიან იმ ქმედებების მატერიალურ ან ფინანსურ მხარდაჭერაზე, რომლებიც ძირს უთხრიან ან საფრთხეს უქმნიან უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას.
19 ოქტომბერს დასანქცირებული საქართველოს მოქალაქეების შესახებ პორტალზე შემდეგი ინფორმაციაა გამოქვეყნებული:
ალექსანდრე ივანიშვილი - ძმა ქართველი ოლიგარქის, საქართველოს ე.წ. არაფორმალური მმართველის, ბიძინა ივანიშვილის, რომელიც ლობირებს რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანის, ვლადიმირ ევტუშენკოვის ინტერესებს რუსეთსა და საქართველოში რუსეთის ფედერაციასთან მიმართებაში დაწესებული სანქციების გვერდის ავლის საკითხებში, რითიც ეხმარება რუსეთის რეჟიმს, რომელმაც მოამზადა და გაეროს ნორმატიული დოკუმენტების საწინააღმდეგოდ, ახორციელებს დაპყრობით ომს უკრაინის წინააღმდეგ, რომლის ფარგლებშიც ჩადენილია დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ და ხდება უკრაინელი ხალხის გენოციდი. გარდა ამისა, ცოლის მეშვეობით [ალექსანდრე ივანიშვილს] აქვს ბიზნესი რუსულ პოლიტიკურ ელიტასთან. ამრიგად, სუბიექტი პასუხისმგებელია იმ ქმედებების მატერიალურ ან ფინანსურ მხარდაჭერაზე, რომლებიც ძირს უთხრიან ან საფრთხეს უქმნიან უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას.
ქეთევან ხარაიძე - ბიძინა ივანიშვილის ძმის ცოლი, „GEOORGANICS LIMITED“-ის (ს/კ 11735691) თანადამფუძნებელი. ქეთევან ხარაიძე არის ნათესავი (ძმის, ალექსანდრე ივანიშვილის ცოლი) ბიძინა ივანიშვილის, ქართველი ოლიგარქის, საქართველოს ე.წ. არაფორმალური მმართველის“, რომელიც ლობირებს რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანის, ვლადიმირ ევტუშენკოვის ინტერესებს რუსეთსა და საქართველოში რუსეთის ფედერაციასთან მიმართებაში დაწესებული სანქციების გვერდის ავლის საკითხებში, რითიც ეხმარება რუსეთის რეჟიმს, რომელმაც მოამზადა და გაეროს ნორმატიული დოკუმენტების საწინააღმდეგოდ, ახორციელებს დაპყრობით ომს უკრაინის წინააღმდეგ, რომლის ფარგლებშიც ჩადენილია დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ და ხდება უკრაინელი ხალხის გენოციდი. ასევე, აწარმოებს ბიზნესს რუსულ პოლიტიკურ ელიტასთან.
უჩა მამაცაშვილი - ბიზნესმენი, დეიდაშვილი [ბიძაშვილი ეწერა] და ნდობით აღჭურვილი პირი ქართველი ოლიგარქის, საქართველოს ე.წ. არაფორმალური მმართველის“ ბიძინა ივანიშვილის, რომელიც ლობირებს რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანის, ვლადიმირ ევტუშენკოვის ინტერესებს რუსეთსა და საქართველოში რუსეთის ფედერაციასთან მიმართებაში დაწესებული სანქციების გვერდის ავლის საკითხებში, რითიც ეხმარება რუსეთის რეჟიმს, რომელმაც მოამზადა და გაეროს ნორმატიული დოკუმენტების საწინააღმდეგოდ, ახორციელებს დაპყრობით ომს უკრაინის წინააღმდეგ, რომლის ფარგლებშიც ჩადენილია დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ და ხდება უკრაინელი ხალხის გენოციდი.
ტიტე მამაცაშვილი - უჩა მამაცაშვილის შვილი, შპს „GEO ORGANIKS“-ის (ს/კ 7736309721) თანადამფუძნებელი 2022 წლის 2 ივნისამდე. ტიტე უჩას ძე მამაცაშვილი არის ძმისშვილი ბიძინა ივანიშვილის, ქართველი ოლიგარქის, საქართველოს ე.წ. არაფორმალური მმართველის“, რომელიც ლობირებს რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანის, ვლადიმირ ევტუშენკოვის ინტერესებს რუსეთსა და საქართველოში რუსეთის ფედერაციასთან მიმართებაში დაწესებული სანქციების გვერდის ავლის საკითხებში, რითიც ეხმარება რუსეთის რეჟიმს, რომელმაც მოამზადა და გაეროს ნორმატიული დოკუმენტების საწინააღმდეგოდ, ახორციელებს დაპყრობით ომს უკრაინის წინააღმდეგ, რომლის ფარგლებშიც ჩადენილია დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ და ხდება უკრაინელი ხალხის გენოციდი. დამატებით, შპს „GEO ORGANICS“, რომელიც მასთან არის ასოცირებული, უზრუნველყოფს რუსეთის ფედერაციის ბიუჯეტის მაღალ შემოსავლიან ნაწილს და არის შემოსავლის მნიშვნელოვანი წყარო რუსეთის ხელისუფლებისთვის. კომპანიის შემოსავალმა 2021 წელს 367.0 მილიონი რუბლი შეადგინა, წმინდა მოგებამ 19.4 მილიონი რუბლი.