უკრაინამ სანქციები დაუწესა 19 პირს, მათ შორის ივანიშვილს, კობახიძეს, გომელაურსა და კალაძეს

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლითაც უკრაინამ სანქციები დაუწესა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს, გრიგოლ ლილუაშვილს, შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს, თბილისის მერს, კახა კალაძეს, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელ მდივანს, მამუკა მდინარაძეს და სხვებს. ჯამში, სანქციები შეეხო 19 პირს.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„ეს სანქციები მიმართულია საქართველოს მთავრობის იმ ნაწილზე, რომელიც საქართველოს პუტინს აბარებს.

სწორედ ამის წინააღმდეგ მიმდინარეობს საქართველოში პროტესტი. მნიშვნელოვანია, რომ ახლა პარტნიორებმაც ისაუბრონ თავიანთ პოზიციაზე, გულწრფელად თქვან, რა ხდება. საჭიროა მოქმედება. ასე ხდება საერთაშორისო საქმეებში: თუ დროულად არ რეაგირებ ან პრინციპულად არ რეაგირებ, ათწლეულები იკარგება და ქვეყნებს ართმევენ თავისუფლებას. ამ რეგიონში არ შეიძლება რომელიმეს დაკარგვა - არც საქართველოს, არც მოლდოვის და არც უკრაინის. ჩვენ ერთად უნდა დავიცვათ თავი მოსკოვისგან.

უკრაინამ ივანიშვილისა და მისი თანამზრახველების - 19 ადამიანის წინააღმდეგ სანქციები დააწესა. ისინი ყიდიან საქართველოს და ხალხის ინტერესებს.

ჩვენ მოვუწოდებთ ევროპას, ამერიკას, მსოფლიოში ყველას, გააკეთონ იგივე - იმოქმედონ პრინციპულად“, - განაცხადა ზელენსკიმ. 

უკრაინის პრეზიდენტის 2024 წლის 5 დეკემბრის განკარგულების მიხედვით, სანქცირებულთა შორის არიან:

  1. ბიძინა ივანიშვილი - „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე
  2. გრიგოლ ლილუაშვილი - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი
  3. კახა კალაძე - „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, თბილისის მერი
  4. მიხეილ ჩინჩალაძე - თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე
  5. მამუკა მდინარაძე - „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი და პარლამენტის დეპუტატი
  6. ვახტანგ გომელაური - არალეგიტიმური მთავრობის წევრი, შინაგან საქმეთა მინისტრი
  7. ოთარ ფარცხალაძე - ყოფილი მთავარი პროკურორი
  8. ირაკლი რუხაძე - სამთავრობო პროპაგანდისტული ტელეკომპანიის, „იმედის“ მფლობელი
  9. ლევან მურუსიძე - თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი
  10. ვიქტორ ჯაფარიძე - „ქართული ოცნების“ პარლამენტის წევრი
  11. დიმიტრი სამხარაძე - „ქართული ოცნების“ პარლამენტის წევრი
  12. გოგა ხაინდრავა - რეჟისორი, „ქართული ოცნების“ პროპაგანდისტი
  13. ირაკლი კობახიძე - არალეგიტიმური პრემიერ-მინისტრი
  14. გიორგი კობახიძე - ირაკლი კობახიძის მამა
  15. ზვიად შალამბერიძე - „ქართული ოცნების“ პარლამენტის წევრი, იმერეთის ყოფილი გუბერნატორი
  16. შალვა თადუმაძე - უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე
  17. თეა წულუკიანი - „ქართული ოცნების“ პარლამენტის წევრი
  18. ირაკლი ქარსელაძე - არალეგიტიმური მთავრობის წევრი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი
  19. კახი ბექაური - კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე

სხვადასხვა შეზღუდვასთან ერთად, სანქციებით გათვალისწინებულია უკრაინის ტერიტორიაზე შესვლის აკრძალვა, აქტივების ბლოკირება და სავაჭრო ოპერაციების სრული შეჩერება.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.