უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, 40 წლის გურგენ (გუგა) გაგნიძე დაიღუპა. ის დონეცკის ოლქში, ბახმუტთან ახლოს კერძო რუსული სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ალყაში მოხვდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ვინ არის ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილი
- 2 „შერატონის“ მენეჯერის თქმით, ქორიძესა და გახარიაზე თავდასხმის ჩანაწერები შსს-ს ჯერ არ ამოუღია
- 3 მოსკოვი მზადაა, რუსეთ-საქართველოს „ურთიერთობების ნორმალიზაცია“ გააგრძელოს
- 4 ბაკურციხე-თბილისის გზაზე ავტოავარიის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
- 5 „ბო*იშვილი ვიყო, სისხლით დავიჭერ“ - ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე მზია ამაღლობელზე
- 6 საია: დაკავების შემდეგ ირაკლი დგებუაძემ მზია ამაღლობელს სახეში შეაფურთხა
გურგენ გაგნიძე უკრაინის შეიარაღებული ძალების 25-ე სადესანტო-მოიერიშე ბრიგადაში მსახურობდა და ოცმეთაური იყო. მის ცხედარს კიევში დღეს გადაასვენებენ.
„დღეს ბახმუტთანაა რუსული ელიტური ჯგუფების ყველაზე დიდი ხროვა. გუგა ჩასაფრებაში მოჰყვა და ამ უთანასწორო ბრძოლაში გმირულად დაიღუპა“, - ამბობს უკრაინაში მებრძოლი ქართველი მოხალისე ნადიმ ხმალაძე.
რუსები უკვე რვა თვეა ქალაქ ბახმუტის აღებას ცდილობენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 26 ოქტომბერს განაცხადა, რომ ყველაზე მძიმე ბრძოლები სწორედ დონეცკის ოლქში, ბახმუტის და ავდიივკას მიმართულებით მიმდინარეობს. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელის, კირილ ბუდანოვის განმარტებით, სამხედრო თვალსაზრისით, ბახმუტი მნიშვნელოვანი ადგილია იმდენად, რამდენადაც ის ხსნის გზას ისეთი ქალაქებისკენ, როგორებიცაა სლოვიანსკი, კრამატორსკი და ჩასოვ-იარი.
რუსეთმა უკრაინაში ომი 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო და დღემდე გრძელდება. ამ პერიოდში უკრაინაში ოცდაექვსი ქართველი მებრძოლი დაიღუპა:
- გურგენ (გუგა) გაგნიძე - დონეცკის ოლქი, ბახმუტი, 2022 წლის ოქტომბერი;
- ალექსანდრე მარტიაშვილი - ხერსონი, 2022 წლის ოქტომბერი;
- ერნესტ მაჭარაშვილი - ხერსონი, 2022 წლის ოქტომბერი;
- მიხეილ ყაფლანიშვილი - ლუგანსკის ოლქი, 2022 წლის ოქტომბერი;
- ედიშერ კვარაცხელია - დონეცკის ოლქი, 2022 წლის ოქტომბერი;
- გელა გოგია - დონეცკის ოლქი, 2022 წლის აგვისტო;
- ბერდია ჯოხაძე - ხერსონის ოლქი, 2022 წლის აგვისტო;
- კახა გოგოლი - ლუგანსკის ოლქი, 2022 წლის ივლისი;
- ალუდა ზვიადაური - ლუგანსკის ოლქი, 2022 წლის ივნისი;
- კირილე შანავა - ლუგანსკის ოლქი, 2022 წლის ივნისი;
- დანიელ გერლიანი - ლუგანსკის ოლქი, 2022 წლის ივნისი;
- გიორგი გრიგოლია - ლუგანსკის ოლქი, 2022 წლის ივნისი;
- რატი შურღაია - ხარკივის ოლქი, იზიუმი, 2022 წლის მაისი;
- ტელმან (ტატო) ბიგვავა - დონეცკის ოლქი, მარიუპოლი, „აზოვსტალი“, 2022 წლის მაისი;
- ვიტალი ორბელაძე - ხარკივის ოლქი, იზიუმი, 2022 წლის აპრილი;
- ზაზა ბიწაძე - ლუგანსკის ოლქი, 2022 წლის აპრილი;
- თემურ მაჭარაშვილი - ზაპოროჟიის ოლქი, 2022 წლის აპრილი;
- ალიკა ცაავა - ლუგანსკის ოლქი, 2022 წლის აპრილი;
- არკადი კასრაძე - ლუგანსკის ოლქი, რუბეჟნოე, 2022 წლის აპრილი;
- დავით მენაბდიშვილი - ხარკივის ოლქი, იზიუმი, 2022 წლის აპრილი;
- ნიკა შანავა - ხარკივის ოლქი, იზიუმი, 2022 წლის აპრილი;
- დავით გობეჯიშვილი - კიევის ოლქი, ქალაქი ირპენი, 2022 წლის მარტი;
- ბახვა ჩიქობავა - კიევის ოლქი, ქალაქი ირპენი, 2022 წლის მარტი;
- დავით რატიანი - კიევის ოლქი, ქალაქი ირპენი, 2022 წლის მარტი;
- გია ბერიაშვილი - კიევის ოლქი, ქალაქი ირპენი, 2022 წლის მარტი;
- ოლეგ გეგეჭკორი - კიევის ოლქი, 2022 წლის მარტი;