უკრაინაში ქართველი მებრძოლები მიხეილ ყაფლანიშვილი და ალექსანდრე მარტიაშვილი დაიღუპნენ

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

ფოტოზე - მიხეილ ყაფლანიშვილი და ალექსანდრე მარტიაშვილი

უკრაინაში საომარ მოქმედებებს ორი ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა - 46 წლის მიხეილ ყაფლანიშვილი და 24 წლის ალექსანდრე მარტიაშვილი.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„მინდა, ყველამ იცოდეს, ძალიან მაგრად იბრძოლა, ძალიან ვაჟკაცურად იბრძოლა, მაგრამ, სამწუხაროდ, დაბომბვის დროს ჭურვის ნამსხვრევი მოხვდა. ადგილზე დაიღუპა. დიდება გმირებს! დიდება საქართველოს! დიდება უკრაინას!“ - ამბობს მიხეილ ყაფლანიშვილის შესახებ ქართველი მებრძოლი ვანო ნადირაძე, რომელიც 2014 წლიდან უკრაინის შეიარაღებული ჯარების რიგებში იმყოფება.  

ოქტომბერში უკრაინაში დაიღუპა 44 წლის ედიშერ კვარაცხელიაც, რომელიც სასიკვდილოდ დონეცკის ოლქში დაიჭრა. მისი ცხედარი გადმოასვენეს და 20 ოქტომბერს წალენჯიხაში დაკრძალეს.

რუსეთმა უკრაინაში ომი 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო და დღემდე გრძელდება. ამ პერიოდში უკრაინაში ოცდასამი ქართველი მებრძოლი დაიღუპა:

  1. ალექსანდრე მარტიაშვილი - ხერსონი, 2022 წლის ოქტომბერი;
  2. მიხეილ ყაფლანიშვილი - ლუგანსკის ოლქი, 2022 წლის ოქტომბერი;
  3. ედიშერ კვარაცხელია - დონეცკის ოლქი, 2022 წლის ოქტომბერი;
  4. გელა გოგია - დონეცკის ოლქი, 2022 წლის აგვისტო;
  5. ბერდია ჯოხაძე - ხერსონის ოლქი, 2022 წლის აგვისტო;
  6. კახა გოგოლი - ლუგანსკის ოლქი, 2022 წლის ივლისი;
  7. ალუდა ზვიადაური - ლუგანსკის ოლქი, 2022 წლის ივნისი;
  8. კირილე შანავა - ლუგანსკის ოლქი, 2022 წლის ივნისი;
  9. დანიელ გერლიანი - ლუგანსკის ოლქი, 2022 წლის ივნისი;
  10. გიორგი გრიგოლია - ლუგანსკის ოლქი, 2022 წლის ივნისი;
  11. რატი შურღაია - ხარკივის ოლქი, იზიუმი, 2022 წლის მაისი;
  12. ტელმან (ტატო) ბიგვავა - დონეცკის ოლქი, მარიუპოლი, „აზოვსტალი“, 2022 წლის მაისი;
  13. ვიტალი ორბელაძე - ხარკივის ოლქი, იზიუმი, 2022 წლის აპრილი;
  14. ზაზა ბიწაძე - ლუგანსკის ოლქი, 2022 წლის აპრილი;
  15. ალიკა ცაავა - ლუგანსკის ოლქი, 2022 წლის აპრილი;
  16. არკადი კასრაძე - ლუგანსკის ოლქი, რუბეჟნოე, 2022 წლის აპრილი;
  17. დავით მენაბდიშვილი - ხარკივის ოლქი, იზიუმი, 2022 წლის აპრილი;
  18. ნიკა შანავა - ხარკივის ოლქი, იზიუმი, 2022 წლის აპრილი;
  19. დავით გობეჯიშვილი - კიევის ოლქი, ქალაქი ირპენი, 2022 წლის მარტი;
  20. ბახვა ჩიქობავა - კიევის ოლქი, ქალაქი ირპენი, 2022 წლის მარტი;
  21. დავით რატიანი - კიევის ოლქი, ქალაქი ირპენი, 2022 წლის მარტი;
  22. გია ბერიაშვილი - კიევის ოლქი, ქალაქი ირპენი, 2022 წლის მარტი;
  23. ოლეგ გეგეჭკორი - კიევის ოლქი, 2022 წლის მარტი;
საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.