უკრაინაში ქართველი მებრძოლი, 27 წლის ჯაბა ხოფერია დაიღუპა

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, 27 წლის ჯაბა (ჯამბულათ) ხოფერია დაიღუპა. ინფორმაცია დაღუპულის მამამ, არჩილ ხოფერიამ დაადასტურა. წინასწარი ინფორმაციით, სავარაუდოდ, ის ომში რუსეთის მიერ გამოყენებული ქიმიური ნივთიერებით მოიწამლა, საავადმყოფოში იყო მოთავსებული, თუმცა ინტოქსიკაციით გარდაიცვალა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

ჯამბულათ ხოფერია იყო ძალისმიერ სამჭიდში 2014 წლის მსოფლიო თასის გამარჯვებული.

აფხაზეთის ომში იბრძოდნენ დაღუპულის ბიძა და მამა. ბიძა, 25 წლის ჯამბულათ ხოფერია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლას შეეწირა. 24–ე ბრიგადის სადესანტო– საშტურმო ჯგუფის მეთაური დაიღუპა 1993 წლის 15 აპრილს ტყვარჩელთან, ლაშკანდერის მწვერვალზე. დაჯილდოებულია გორგასლის მესამე ხარისხის ორდენით.

დაღუპულის ოჯახი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტიდანაა.

ჯაბა (ჯამბულათ) ხოფერია უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებულ ომში დაღუპული 29-ე ქართველია:

  1. კონსტანტინე ქურსუა- კიევის ოლქი, 2022 წლის ნოემბერი
  2. ლევან სახელაშვილი- ბაშტანკა, მიკოლაივის ოლქი, 2022 წლის ნოემბერი;
  3. გურგენ (გუგა) გაგნიძე- დონეცკის ოლქი, ბახმუტი, 2022 წლის ოქტომბერი;
  4. ალექსანდრე მარტიაშვილი- ხერსონი, 2022 წლის ოქტომბერი;
  5. ერნესტ მაჭარაშვილი - ხერსონი, 2022 წლის ოქტომბერი;
  6. მიხეილ ყაფლანიშვილი- ლუგანსკის ოლქი, 2022 წლის ოქტომბერი;
  7. ედიშერ კვარაცხელია- დონეცკის ოლქი, 2022 წლის ოქტომბერი;
  8. გელა გოგია- დონეცკის ოლქი, 2022 წლის აგვისტო;
  9. ბერდია ჯოხაძე- ხერსონის ოლქი, 2022 წლის აგვისტო;
  10. კახა გოგოლი- ლუგანსკის ოლქი, 2022 წლის ივლისი;
  11. ალუდა ზვიადაური- ლუგანსკის ოლქი, 2022 წლის ივნისი;
  12. კირილე შანავა- ლუგანსკის ოლქი, 2022 წლის ივნისი;
  13. დანიელ გერლიანი- ლუგანსკის ოლქი, 2022 წლის ივნისი;
  14. გიორგი გრიგოლია- ლუგანსკის ოლქი, 2022 წლის ივნისი;
  15. რატი შურღაია- ხარკივის ოლქი, იზიუმი, 2022 წლის მაისი;
  16. ტელმან (ტატო) ბიგვავა- დონეცკის ოლქი, მარიუპოლი, „აზოვსტალი“, 2022 წლის მაისი;
  17. ვიტალი ორბელაძე- ხარკივის ოლქი, იზიუმი, 2022 წლის აპრილი;
  18. ზაზა ბიწაძე- ლუგანსკის ოლქი, 2022 წლის აპრილი;
  19. თემურ მაჭარაშვილი - ზაპოროჟიის ოლქი, 2022 წლის აპრილი;
  20. ალიკა ცაავა- ლუგანსკის ოლქი, 2022 წლის აპრილი;
  21. არკადი კასრაძე- ლუგანსკის ოლქი, რუბეჟნოე, 2022 წლის აპრილი;
  22. დავით მენაბდიშვილი- ხარკივის ოლქი, იზიუმი, 2022 წლის აპრილი;
  23. ნიკა შანავა- ხარკივის ოლქი, იზიუმი, 2022 წლის აპრილი;
  24. დავით გობეჯიშვილი- კიევის ოლქი, ქალაქი ირპენი, 2022 წლის მარტი;
  25. ბახვა ჩიქობავა- კიევის ოლქი, ქალაქი ირპენი, 2022 წლის მარტი;
  26. დავით რატიანი- კიევის ოლქი, ქალაქი ირპენი, 2022 წლის მარტი;
  27. გია ბერიაშვილი- კიევის ოლქი, ქალაქი ირპენი, 2022 წლის მარტი;
  28. ოლეგ გეგეჭკორი- კიევის ოლქი, 2022 წლის მარტი;

 

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).