უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, 23 წლის ილია ჩოხელი დაიღუპა

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

რუსეთ-უკრაინის ომში კიდევ ერთი ქართველი, 23 წლის ილია ჩოხელი დაღუპა. ის წარმოშობით დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ზემო ქედიდან იყო.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

ილია ჩოხელი 16 მარტს, ბახმუტში დაიღუპა. უკრაინაში რუსეთის მიერ ომის დაწყების პირველივე დღეებიდან იბრძოდა.

სოფელ ზემო ქედში ცხოვრობენ ილია ჩოხელის პაპა და ბებია, მამა თბილისში. ილიას დედა უკრაინელი ჰყავდა და რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა.

ილია ჩოხელმა ხარკოვში სამხედრო აკადემიაში ისწავლა და ბოლო წლებში უკრაინაში ცხოვრობდა. ქართველი მებრძოლი 18 მარტს დაკრძალეს.

2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებულ ომს უკვე 37 ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა:

  1. ილია ჩოხელი - ბახმუტი, 2023 წლის მარტი;
  2. მიხეილ თევდორაძე - ბახმუტი, დონეცკის ოლქი, 2022 წლის დეკემბერი;
  3. ბადრი მარკელია - ბახმუტი, დონეცკის ოლქი, 2022 წლის დეკემბერი;
  4. რომეო კვარაცხელია - ბახმუტი, დონეცკის ოლქი, 2022 წლის დეკემბერი;
  5. რომეო ფიჩხაია - ბახმუტი, დონეცკის ოლქი, 2022 წლის დეკემბერი;
  6. მერაბ ალადაშვილი - ბახმუტი, დონეცკის ოლქი, 2022 წლის დეკემბერი;
  7. ავთო რურუა - ბახმუტი, დონეცკის ოლქი, 2022 წლის დეკემბერი;
  8. ჯაბა (ჯამბულათ) ხოფერია - კიევის ოლქი, 2022 წლის დეკემბერი;
  9. კონსტანტინე ქურსუა - კიევის ოლქი, 2022 წლის ნოემბერი;
  10. ლევან სახელაშვილი - ბაშტანკა, მიკოლაივის ოლქი, 2022 წლის ნოემბერი;
  11. გურგენ (გუგა) გაგნიძე - დონეცკის ოლქი, ბახმუტი, 2022 წლის ოქტომბერი;
  12. ლექსანდრე მარტიაშვილი - ხერსონი, 2022 წლის ოქტომბერი;
  13. ერნესტ მაჭარაშვილი - ხერსონი, 2022 წლის ოქტომბერი;
  14. მიხეილ ყაფლანიშვილი - ლუგანსკის ოლქი, 2022 წლის ოქტომბერი;
  15. ედიშერ კვარაცხელია - დონეცკის ოლქი, 2022 წლის ოქტომბერი;
  16. რუსლან ბაირამოვი ­- მიკოლაივის ოლქი, 2022 წლის ოქტომბერი;
  17. გელა გოგია - დონეცკის ოლქი, 2022 წლის აგვისტო;
  18. ბერდია ჯოხაძე - ხერსონის ოლქი, 2022 წლის აგვისტო;
  19. კახა გოგოლი - ლუგანსკის ოლქი, 2022 წლის ივლისი;
  20. ალუდა ზვიადაური - ლუგანსკის ოლქი, 2022 წლის ივნისი;
  21. კირილე შანავა - ლუგანსკის ოლქი, 2022 წლის ივნისი;
  22. დანიელ გერლიანი - ლუგანსკის ოლქი, 2022 წლის ივნისი;
  23. გიორგი გრიგოლია - ლუგანსკის ოლქი, 2022 წლის ივნისი;
  24. რატი შურღაია - ხარკივის ოლქი, იზიუმი, 2022 წლის მაისი;
  25. ტელმან (ტატო) ბიგვავა - დონეცკის ოლქი, მარიუპოლი, „აზოვსტალი“, 2022 წლის მაისი;
  26. ვიტალი ორბელაძე - ხარკივის ოლქი, იზიუმი, 2022 წლის აპრილი;
  27. ზაზა ბიწაძე - ლუგანსკის ოლქი, 2022 წლის აპრილი;
  28. თემურ მაჭარაშვილი - ზაპოროჟიის ოლქი, 2022 წლის აპრილი;
  29. ალიკა ცაავა - ლუგანსკის ოლქი, 2022 წლის აპრილი;
  30. არკადი კასრაძე - ლუგანსკის ოლქი, რუბეჟნოე, 2022 წლის აპრილი;
  31. დავით მენაბდიშვილი - ხარკივის ოლქი, იზიუმი, 2022 წლის აპრილი;
  32. ნიკა შანავა - ხარკივის ოლქი, იზიუმი, 2022 წლის აპრილი;
  33. დავით გობეჯიშვილი - კიევის ოლქი, ქალაქი ირპენი, 2022 წლის მარტი;
  34. ბახვა ჩიქობავა - კიევის ოლქი, ქალაქი ირპენი, 2022 წლის მარტი;
  35. დავით რატიანი - კიევის ოლქი, ქალაქი ირპენი, 2022 წლის მარტი;
  36. გია ბერიაშვილი - კიევის ოლქი, ქალაქი ირპენი, 2022 წლის მარტი;
  37. ოლეგ გეგეჭკორი - კიევის ოლქი, 2022 წლის მარტი;
საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).