უკრაინაში, ქალაქ ბახმუტთან კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა, რამდენიმე კი დაიჭრა. დაღუპულთა ვინაობას ამ დროისთვის არ აკონკრეტებენ, მათი ცხედრები ბრძოლის ველიდან ჯერ არ გამოუსვენებიათ. როგორც „ქართული ლეგიონის“ მეთაური მამუკა მამულაშვილი ამბობს, მათ ლეგიონი რამდენიმე დღის წინ დატოვეს და უკრაინულ ბრიგადას შეუერთდნენ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
„ეს ბიჭები „ქართული ლეგიონის“ წარმომადგენლები იყვნენ, არ დაამთავრეს კურსი და შეუერთდნენ უკრაინულ ბრიგადას. სულ რამდენიმე დღეში ეს მძიმე ამბავი მოხდა. ბახმუტის მიმართულებაზე იყვნენ, სადაც რუსეთის მიერ ხანგრძლივი შეტევითი ოპერაცია განხორციელდა. არტილერიის ცეცხლის ქვეშ მოჰყვა რამდენიმე ქართველი. რამდენიმე დაჭრილია და ორია გარდაცვლილი“, - განაცხადა მამუკა მამულაშვილმა.
ბრძოლები ქალაქ ბახმუტში მიმდინარეობს.
„პირისპირ ბრძოლებია. სამწუხაროდ, ჩვენი ბიჭები პოზიციებს ამაგრებდნენ და რუსების მხრიდან მოხდა შტურმი. საარტილერიო დაბომბვები, ტანკები. დაღუპულები მოხალისეები იყვნენ. როგორც ჩვენ ყველა, ისე ჩამოვიდნენ ისინიც და ბრძოლაში დაიღუპნენ“, - აღნიშნა უკრაინაში მებრძოლმა ავთო ქაჯაიამ.
31 მარტს ბახმუტთან დაიღუპა საქართველოს მოქალაქე, 29 წლის მიხეილ მაზანაშვილი. ის გორის რაიონის სოფელ ზერტიდან იყო.
2022 წლის 24 თებერვლიდან, უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებულ ომს სულ მცირე 42 ქართველი და ქართული წარმოშობის უკრაინელი მებრძოლი შეეწირა:
- მიხეილ მაზანაშვილი - 29 წლის, დაიღუპა 2023 წლის 31 მარტს, ბახმუტთან;
- ილია ჩოხელი - 25 წლის, დაიღუპა 2023 წლის 16 მარტს, ბახმუტში;
- გიორგი ქააძე - 23 წლის, დაიღუპა 2023 წლის 29 იანვარს, ქალაქ სოლედართან;
- მიხეილ თევდორაძე - 45 წლის, დაიღუპა 2022 წლის 13 დეკემბერს, ბახმუტთან;
- სერგო ლისიხი - 34 წლის, დაიღუპა 2022 წლის 13 დეკემბერს, ბახმუტთან;
- რუსლან ბაირამოვი - 29 წლის, დაიღუპა 2022 წლის 6 ოქტომბერს, მიკოლაევის ოლქში;
- როლანდ კვარაცხელია - 49 წლის, დაიღუპა 2022 წლის 3 დეკემბერს, ბახმუტთან;
- ავთო რურუა - 41 წლის, დაიღუპა 2022 წლის 3 დეკემბერს, ბახმუტთან;
- რომეო ფიჩხაია - 55 წლის, დაიღუპა 2022 წლის 3 დეკემბერს, ბახმუტთან;
- მერაბ ალადაშვილი - 45 წლის, დაიღუპა 2022 წლის 3 დეკემბერს, ბახმუტთან;
- ბადრი მარკელია - 46 წლის, დაიღუპა 2022 წლის 3 დეკემბერს, ბახმუტთან;
- ჯაბა (ჯამბულათ) ხოფერია - 25 წლის, დაიღუპა 2022 წლის 1-ელ დეკემბერს, კიევში;
- კონსტანტინე ქურსუა - 43 წლის, დაიღუპა 2022 წლის 23 ნოემბერს, დონეცკთან;
- ლევან სახელაშვილი - 38 წლის, დაიღუპა 2022 წლის 2 ნოემბერს, მიკოლაევის ოლქში;
- გურგენ (გუგა) გაგნიძე - 40 წლის, დაიღუპა 2022 წლის 30 ოქტომბერს, ბახმუტთან;
- ალექსანდრე მარტიაშვილი - 24 წლის, დაიღუპა 2022 წლის 21 ოქტომბერს, ხერსონთან;
- მიხეილ ყაფლანიშვილი - 46 წლის, დაიღუპა 2022 წლის 21 ოქტომბერს, ლუგანსკის ოლქში;
- ერნესტ მაჭარაშვილი - 43 წლის, დაიღუპა 2022 წლის 13 ოქტომბერს, ხერსონის ოლქში;
- ედიშერ კვარაცხელია - 44 წლის, დაიღუპა 2022 წლის 10 ოქტომბერს, დონეცკის ოლქში;
- გელა გოგია - 55 წლის, დაიღუპა 2022 წლის 26 აგვისტოს, დონეცკის ოლქში;
- ბერდია ჯოხაძე - 43 წლის, დაიღუპა 2022 წლის 12 აგვისტოს მიკოლაევის საავადმყოფოში;
- კახა გოგოლი - 47 წლის, დაიღუპა 2022 წლის 10 ივლისს, ლუგანსკის ოლქში;
- ალუდა ზვიადაური - 42 წლის, დაიღუპა 2022 წლის 18 ივნისს, სევეროდონეცკთან;
- კირილე შანავა - 25 წლის, დაიღუპა 2022 წლის 7 ივნისს, ლუგანსკის ოლქში;
- დანიელ გერლიანი - 25 წლის, დაიღუპა 2022 წლის 3 ივნისს, ზაპოროჟიესთან;
- გიორგი გრიგოლია - 40 წლის, დაიღუპა 2022 წლის ივნისის დასაწყისში, ბახმუტთან;
- რატი შურღაია - 38 წლის, დაიღუპა 2022 წლის 14 მაისს, ხარკივის ოლქის ქალაქ იზიუმში;
- ტელმან (ტატო) ბიგვავა - 27 წლის, დაიღუპა 2022 წლის 8 მაისს, მარიუპოლში;
- ვიტალი ორბელაძე - 46 წლის, დაიღუპა 2022 წლის 23 აპრილს, ხარკივის ოლქის ქალაქ იზიუმში;
- ზაზა ბიწაძე - 40 წლის, დაიღუპა 2022 წლის 16 აპრილს, ლუგანსკის ოლქში, ქალაქ რუბეჟნოესთან;
- ალიკა ცაავა - 40 წლის, დაიღუპა 2022 წლის 16 აპრილს, ლუგანსკის ოლქში, ქალაქ რუბეჟნოესთან;
- არკადი კასრაძე - 40 წლის, დაიღუპა 2022 წლის 16 აპრილს, ლუგანსკის ოლქში, ქალაქ რუბეჟნოესთან;
- თემურ მაჭარაშვილი - 37 წლის, დაიღუპა 2022 წლის აპრილში, ზაპოროჟიეში;
- ნიკა შანავა - 21 წლის, დაიღუპა 2022 წლის 9 აპრილს, ხარკივის ოლქში;
- დავით მენაბდიშვილი - 47 წლის, დაიღუპა 2022 წლის 9 აპრილს, ხარკივის ოლქში;
- დავით გობეჯიშვილი - 47 წლის, დაიღუპა 2022 წლის 25 მარტს, ქალაქ ირპენთან;
- ბახვა ჩიქობავა - 54 წლის, დაიღუპა 2022 წლის 19 მარტს, მარიუპოლში;
- გია ბერიაშვილი - 45 წლის, დაიღუპა 2022 წლის 18 მარტს, ირპენთან;
- დავით რატიანი - 53 წლის, დაიღუპა 2022 წლის 18 მარტს, ირპენთან;
- ოლეგ გეგეჭკორი - 50 წლის, დაიღუპა 2022 წლის 8 მარტს, კიევის ოლქში;