გაერთიანებულ სამეფოში უკრაინის ელჩმა, უკრაინის შეიარაღებული ძალების ყოფილმა მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაცია გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ის უახლოვდება რუსეთს, არ ადარდებს აშშ-ის საერთაშორისო რეპუტაცია.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტი 1-ელი აპრილიდან აიკრძალება
- 2 „სფერო ჰოლდინგის“ საქმეზე კიდევ ერთი პირი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს
- 3 18 წლის ბიჭის მკვლელობისთვის ივანე გიგლემიანს უვადო პატიმრობა მიუსაჯეს
- 4 ტელეკომპანია „იმედი“ 1000 ლარად კომპანია „პრაიმ მედია გლობალმა“ იყიდა
- 5 მოზარდზე ძალადობისთვის გლდანი-ნაძალადევის პოლიციის უფროსის მოადგილე დააკავეს
- 6 ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის სიკვდილი დადასტურდა
„აშკარაა, რომ თეთრი სახლი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს მთელი დასავლური სამყაროს ერთიანობას და ახლა ვაშინგტონი ცდილობს, მოახდინოს უსაფრთხოების საკითხების ევროკავშირზე დელეგირება აშშ-ის მონაწილეობის გარეშე. შეიძლება ითქვას, რომ უახლოეს მომავალში შესაძლებელია ნატომაც შეაჩეროს არსებობა.
აშშ-რუსეთს შორის რიგ მოლაპაკებებს მსოფლიო კრიმინალი ხელმძღვანელობს. ჩვენ ვხედავთ, რომ თეთრი სახლი დგამს ნაბიჯებს კრემლისკენ. ასე რომ, რუსეთის შემდეგი სამიზნე შეიძლება იყოს ევროპა. შეერთებულმა შტატებმა გადაწყვიტა შეაჩეროს ნებისმიერი კიბეროპერაცია რუსეთის წინააღმდეგ და თავს არიდებს რუსეთის ქმედებების აგრესიად კვალიფიკაციას, რაც უდიდესი დარტყმაა მთელი მსოფლიოსთვის და განსაკუთრებით ევროპისთვის.
ჩვენ ვხედავ, რომ არა მხოლოდ ბოროტების ღერძი და რუსეთი ცდილობენ მსოფლიო წესრიგის გადახედვას, არამედ შეერთებული შტატებიც საბოლოოდ ანგრევს ამ წესრიგს“, - განაცხადა ზალუჟნიმ.
ელჩის თქმით, უკრაინას არ გააჩნია ბირთვული იარაღი, ამიტომაც ის საკუთარი თავისუფლების ფასს სისხლით იხდის. ამასთან, ზალუჟნიმ განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში, 5-10 წელიწადში, ევროპის უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა წარმოუდგენელი იქნება უკრაინის გარეშე.
ვალერი ზალუჟნიმ გაერთიანებულ სამეფოში უკრაინის ელჩის თანამდებობა 2024 წელს დაიკავა. მანამდე, სამი წლის განმავლობაში, ის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი იყო.
