გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საკუთარ რეზიდენციაში მიიღო, კიდევ ერთხელ დაუდასტურა მხარდაჭერა და უთხრა, რომ დიდი ბრიტანეთი „უკრაინის გვერდით იდგება იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება“.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მზია ამაღლობელის მხარდამჭერი აქციის გამო შსს-მ 9 ადამიანს სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა
- 2 ირლანდიიდან საქართველოს 32 მოქალაქის დეპორტაცია განხორციელდა
- 3 პოლიციის აკადემიის რექტორად სავარაუდო კორუფციაში მხილებული ლელა ჩიქოვანი დაინიშნა
- 4 მზია ამაღლობელს კლინიკიდან პენიტენციურ დაწესებულებაში დღეს დააბრუნებენ
- 5 რუსეთის დაზვერვა: EU საქართველოში აქციის მონაწილეებს დღიურად 120 ევროს გადაუხდის
- 6 მინდა იმედი გამოვთქვა, რომ პარლამენტში ამერიკული FARA-ს კანონი დაიხვეწება - კობახიძე
დაუნინგ სტრიტზე მისულ ზელენსკის პროუკრაინელი დემონსტრანტები მხარდამჭერი განცხადებებით დახვდნენ.
„ჩვენ ვიდგებით თქვენთან, უკრაინის გვერდით იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება.
იმედი მაქვს, რომ გესმოდათ შეძახილები ქუჩაში. ეს გაერთიანებული სამეფოს ხალხია. ისინი გამოვიდნენ, რათა აჩვენონ, რამდენად მტკიცედ დგანან თქვენს გვერდით, უკრაინის გვერდით და აჩვენონ ჩვენი აბსოლუტური მტკიცე გადაწყვეტილება, თქვენ გვერდით ვიყოთ, მივაღწიოთ იმას, რისი მიღწევაც ორივეს გვინდა - ხანგრძლივი მშვიდობა, უკრაინის გრძელვადიანი მშვიდობა, რომელიც დაფუძნებულია უკრაინის სუვერენიტეტსა და უსაფრთხოებაზე.
ეს ძალიან მნიშვნელოვანია უკრაინისთვის, ევროპისთვის და გაერთიანებული სამეფოსთვის“, - განაცხადა კირ სტარმერმა.
„ჩვენ თქვენი მხარდაჭერის იმედი გვაქვს და ნამდვილად მოხარული ვართ, რომ ასეთი პარტნიორები და მეგობრები გვყავს“, - უპასუხა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ცნობილი გახდა, რომ გაერთიანებულმა სამეფომ და უკრაინამ ხელი მოაწერეს შეთანხმებას უკრაინისთვის, თავდაცვის შესაძლებლობების მხარდასაჭერად, 2.26 მილიარდი ფუნტის ოდენობის სესხს გამოყოფაზე. უკრაინის ფინანსთა მინისტრის, სერგეი მარჩენკოს ინფორმაციით, ეს თანხა „გაყინული რუსული აქტივებით არის უზრუნველყოფილი“.
უკრაინის პრეზიდენტი 2 მარტს, გაერთიანებული სამეფოს მეფეს, ჩარლზ მესამეს შეხვდება.
ვოლოდიმირ ზელენსკი ლონდონში შაბათს, 1-ელ მარტს, ამერიკის შეერთებული შტატებიდან ჩაფრინდა. წინა დღეს, თეთრს სახლში, მასსა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, ასევე, ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსს შორის შელაპარაკება მოხდა. მათ უკრაინის ლიდერი დაადანაშაულეს იმაში, თითქოს არასაკმარისად მადლიერია აშშ-ს სამხედრო დახმარებისთვის. გარდა ამისა, ტრამპმა ზელენსკის უთხრა, რომ ის „მესამე მსოფლიო ომს ეთამაშება“.
კამათი იმით დასრულდა, რომ სასარგებლო წიაღისეულის შესახებ შეთანმხებაზე ხელმოწერა, რომელიც შეხვედრის შემდეგ იყო მოსალოდნელი, ჩაიშალა. მედიის ინფორმაციით, ტრამპმა მოითხოვა, უკრაინის დელეგაციას თეთრი სახლი დაეტოვებინა. მოგვიანებით ამერიკის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ზელენსკის შეუძლია უკან დაბრუნდეს მაშინ, „როდესაც მზად იქნება მშვიდობისთვის“.
ევროპელმა ლიდერებმა უკრაინის პრეზიდენტს მხარდაჭერა გამოუცხადეს, ზელენსკიმ კი პლატფორმა X-ზე დაწერა, რომ უკრაინელები ძალიან მადლობლები არიან შეერთებული შტატების მხარდაჭერისთვის.
„მადლობას ვუხდი პრეზიდენტ ტრამპს, კონგრესს ორპარტიული მხარდაჭერისთვის და ამერიკელ ხალხს. უკრაინელები ყოველთვის აფასებდნენ ამ მხარდაჭერას, განსაკუთრებით ამ სამწლიანი სრულმასშტაბიანი შემოჭრის დროს. ამერიკის დახმარება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენს გადარჩენაში დახმარებისთვის და მე მინდა ვაღიარო ეს“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
მისი თქმით, მიუხედავად „მკაცრი დიალოგისა“, უკრაინა და აშშ სტრატეგიულ პარტნიორებად რჩებიან.
