უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის 16 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერაა გამოხატული და დაგმობილია კრემლის აგრესიული პოლიტიკა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 დააკავეს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი მანანა გიორგობიანი
- 2 ყვარლის საკრებულოს თავმჯდომარე გივი ზაუტაშვილი და მერის მოადგილე ლევან გელაძე დააკავეს
- 3 საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან თურქეთის სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა
- 4 პროკურატურამ ოპოზიციის 8 ლიდერს ახალი ბრალდება წარუდგინა
- 5 „ოცნების“ შს მინისტრის მოადგილის პოსტზე გიორგი ბუთხუზი გიორგი სახოკიამ ჩაანაცვლა
- 6 „უკრაინა რთული არჩევანის წინაშეა“ - ზელენსკიმ ტრამპის გეგმას ერისადმი მიმართვაში უპასუხა
„7 აგვისტოს 16 წელი შესრულდა რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს წინააღმდეგ შეიარაღებული აგრესიის დაწყებიდან, რომლის შედეგადაც რუსეთმა ასობით უდანაშაულო ადამიანი მოკლა, მოხდინა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია. რუსულმა ოკუპაციამ ეს ქართული რეგიონები ნაცრისფერ ზონად აქცია, სადაც უკანონობა სუფევს, არ არსებობს პერსპექტივა და ადამიანის უფლებები უგულებელყოფილია.
საომარი მოქმედებები 2008 წლის აგვისტოში შეწყდა, მაგრამ რუსეთის აგრესია საქართველოს წინააღმდეგ ამით არ დასრულებულა. მოსკოვმა განაგრძო ეგრეთ წოდებული „ბორდერიზაცია“, ანუ საქართველოს ტერიტორიის მცოცავი ანექსია, ზეწოლა, პროპაგანდა და ინტერვენციის სხვა ჰიბრიდული მეთოდები.
უკრაინა მხარს უჭერს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და მკაცრად გმობს კრემლის აგრესიულ პოლიტიკას.
რუსეთმა უნდა გაიყვანოს თავისი ჯარები საქართველოს სუვერენული ტერიტორიიდან 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესაბამისად და გააუქმოს საქართველოს რეგიონების აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. „დამოუკიდებელ სახელმწიფოებად“ აღიარება“, – განაცხადეს უკრაინის საგარემო საქმეთა სამინისტროში.
უწყებაში აღნიშნავენ, რომ რუსეთის აგრესია საქართველოს, შემდეგ კი უკრაინის წინააღმდეგ მხოლოდ ეპიზოდია მოსკოვის იმპერიალისტური პოლიტიკისა, რომლის ადგილი 21-ე საუკუნეში არ არის.
„რუსული იმპერიალიზმი სამხრეთ კავკასიაში, ცენტრალურ აზიასა და ევროპაში საუკუნეების განმავლობაში უცვლელი დარჩა და გულისხმობს ღრმად ფესვგადგმულ შოვინიზმს, სხვა ხალხების, საერთაშორისო სამართლის, საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების უგულებელყოფას და იმპერიული დომინირების აღდგენისკენ მოსწრაფებას
ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ მხოლოდ საერთაშორისო საზოგადოების ერთობლივ ძალისხმევას შეუძლია შეაჩეროს რუსეთის ფედერაციის აგრესიული პოლიტიკა, აიძულოს ის დატოვოს საქართველოსა და უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიები და რუსი ომის დამნაშავეები ყველა დანაშაულისა და სისასტიკისთვის პასუხისგებაში მიეცნენ“, – ვკითხულობთ განცხადებაში.
აგვისტოს ომიდან 16 წელი გავიდა. 2008 წელს, რუსეთის სამხედრო ინტერვენციის შედეგად, საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი დაიღუპა. საკუთარი საცხოვრებელი 150 ათასმა ადამიანმა დატოვა, საიდანაც ბევრი ისევ დევნილობაში რჩება.
