„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, თამარ კორძაიას განცხადებით, ერთადერთი გზა, რითაც მათ შესაძლებლობა აქვთ, დაამტკიცონ მასობრივი მანიპულაციები, ეს არის დოკუმენტაციის გადამოწმება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
„ერთიანობა- ნაციონალური მოძრაობა“ მთელი ღამის განმავლობაში აანალიზებდა უბნებზე არსებულ შედეგებს და ჩვენ მივედით დასკვნამდე, რომ ეს შედეგები არის მანიპულაციურად მიღწეული. ჩვენ ამ არჩევნების შედეგებს არ ვაღიარებთ იმიტომ, რომ მრავალმხრივი მანიპულაციის შედეგებია ასახული ბიულეტენებსა და ოქმებში.
გუშინ, მასობრივად გამოვლინდა ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა. ფარულობის დარღვევის შემთხვევაში, ჩვენ ვერ ვილაპარაკებთ იმაზე, რომ ამომრჩეველს ჰქონდა თავისუფალი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა. გუშინ, მთელი დღის განმავლობაში ყველა ადამიანი ამბობდა იმას, რომ ბიულეტენიდან ჩანდა ხმის მიცემის ფაქტი, ანუ გადაბრუნებულ ბიულეტენზე ჩანდა ამომრჩეველმა ხმა ვის მისცა.
რაც შეეხება ახალი სისტემით არჩევნების ჩატარებას, ვერიფიკაციის აპარატებში არსებული ამომრჩეველთა სიები არ იყო გამჭვირვალე. ჩვენ არ გვქონდა შესაძლებლობა ამ სიებზე დაკვირვების და გაორების გადამოწმების. შესაბამისად, ჩვენ ვთვლით, რომ ხელისუფლებას ძალიან ფართო შესაძლებლობა ჰქონდა სიებში გაორებები მოეხდინათ.
ამიტომ, ჩვენ მიგვაჩნია, რომ აუცილებელია ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მოგვცეს წვდომა, როგორც ვერიფიკაციის აპარატებზე, ასევე ვერიფიკაციის დამადასტურებელ ქვითრებზე, რომლებიც არის დალუქული და ინახება ცესკოში. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ პირადობის მოწმობების ჩამორთმევის და დამატებითი პირადობის მოწმობების შექმნის საკითხიც აუცილებლად გამოძიების საკითხი უნდა გახდეს.
გარდა ამისა, მარკირების სითხე არ იყო სათანადო ხარისხის და ის კვალს არ ტოვებდა თითზე ან სხვა შემთხვევაში ადამიანებს უშვებდნენ მარკირების გარეშე. ჩვენ რამდენიმე ადამიანი გამოვიჭირეთ, რომლებიც ორჯერ აძლევდნენ ხმას სხვადასხვა უბანზე ან ერთსა და იმავე უბანზე. სიების, გაორების, პირადობის მოწმობების პრობლემა და მარკირება არ ხორციელდებოდა, რაც ჯამში იძლეოდა მასობრივი მანიპულაციების საშუალებას.
აგრეთვე, გადასამოწმებელია პლანშეტი და პლანშეტის ინტერნეტ კავშირი არსებობდა თუ არა ვერიფიკაციის აპარატებთან იმიტომ, რომ ამის ტექნიკური შესაძლებლობაც ჰქონდა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.
გარდა ამისა, იქ სადაც არ ტარდებოდა არჩევნები ელექტრონული სისტემით, ჩვენ ვნახეთ ჯერ კიდევ შევარდნაძის დროინდელი მეთოდებით მასობრივი ჩაყრა ბიულეტენების“, - განაცხადა კორძაიამ.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, ამომრჩეველთა ერთიანი სიების დუბლირების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია უსაფუძვლოა.
„ელექტრონული ტექნოლოგიების გამართული მუშაობა დაადასტურა საერთაშორისო აუდიტორულმა კომპანიამ. ჩვენ ოფიციალურად გადმოგვეცა პირველი და მეორე ფაზის აუდიტის შედეგები, სადაც ცალსახად დადასტურებულია და დოკუმენტების თარგმნისთანავე ისინი საჯაროდ ხელმისაწვდომი იქნება ყველა ჩართული მხარისთვის, მათ შორის ის მანიპულაციურად წამოჭრილი საკითხი, თითქოს, ამომრჩეველთა ერთიან სიებში იყო სიების დუბლირება, განსაკუთრებით ვერიფიკაციის ნაწილში“,- თქვა კალანდარიშვილმა.