„ანტისაოკუპაციო მოძრაობის“ ლიდერმა, დავით ქაცარავამ პოლიტიკური პარტია „ჩვენ“ დააფუძნა. გაერთიანების წევრებს შორის არიან ადვოკატი მიხეილ რამიშვილი, კონფლიქტოლოგი აკია ბარბაქაძე და მსახიობი კახა გოგიძე.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სამხარაძე: არაბმა პარტნიორებმა ინვესტიციების წინააღმდეგ კამპანიაზე რეაგირება გვთხოვეს
- 2 აბასთუმნის თავზე ფრენა აიკრძალა - რატომ ჩაკეტა სახელმწიფომ ცა იქ, სადაც ივანიშვილი ცხოვრობს
- 3 პოლონეთში 5 თვის ჩვილის გარდაცვალების საქმეზე ნუგზარ ქავთარაშვილს ეძებენ
- 4 დღეიდან საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე ჯარიმები გაიზარდა
- 5 ცოტნე ივანიშვილი: ვგმობ ძალადობას, ეს ყველაფერი ასე არ უნდა მომხდარიყო
- 6 თავდაცვის ყოფილ მინისტრს 10 წლით პატიმრობა მიესაჯა
„დღეს ვაანონსებთ ახალი პოლიტიკური ერთობის, პოლიტიკური ძალის ჩართვას წინასაარჩევნო კამპანიაში. „ჩვენ“ დაფუძნდა იმ ადამიანების მიერ, რომლებიც ყოველთვის იბრძოდნენ და იბრძოლებენ საქართველოსთვის. „ჩვენ“ - ეს არის იმ ადამიანების ერთობა, რომელიც აცნობიერებენ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია დღეს ერთობა, საზოგადოებასთან ურთიერთობა და ამ ბრძოლაში ჩართვა. ბრძოლა არის ეგზისტენციალური ხასიათის! ჩვენ დავიწყეთ, ჩვენ ერთად აუცილებლად გავიმარჯვებთ“, - განაცხადა ქაცარავამ დღეს გამართულ ბრიფინგზე.
დავით ქაცარავას თქმით, მისი პარტია მზად არის, სხვა პარტიებთან გაერთიანდეს და მხარს უჭერს ერთიანი საარჩევნო სიის იდეას.
„ჩვენი კარი ყველასთვის ღიაა, რადგან ვაცნობიერებთ, რომ უმნიშვნელოვანესია ერთობა. ჩვენ დღესაც ვაფიქსირებთ მზაობას იმ ერთობისთვის, რომელზეც საუბარი იყო, არის და ალბათ, კიდევ იქნება; ეს არის ერთიანი სიის მიმართ საზოგადოების მოთხოვნა და ჩვენ ამ სიის აპოლოგეტები დღესაც ვართ“, - აღნიშნა ქაცარავამ.
ახალ პარტიას ასევე უერთდებიან საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი ხატია ბაკურაძე, აქტივისტი ლაშა ქვლივიძე, პოლიტოლოგი გიგიშა პატარიძე და ეკონომისტი ლაშა მგელაძე.
