თბილისში, ვაზიანის დასახლებაში, ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს. ადგილობრივების ინფორმაციით, საცხოვრებელი კორპუსის ეზოში მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 2 სამხედრო გაწვევის უწყება ვებგვერდზე გამოქვეყნდება და ჩაბარებულად ჩაითვლება
- 3 ივანიშვილის გინების შემდეგ, გიორგი კირვალიძეს საპროცესო შეთანხმება გაუუქმეს
- 4 დაურ ბუავას გარდაცვალების საქმეზე კიდევ ორი პირი დააკავეს
- 5 მამუკა მდინარაძისთვის ჩაფიქრებული თანამდებობები უქმდება
- 6 „მხოლოდ წელს“ - „ქართული ოცნება“ 1 795 აბიტურიენტისთვის მეორად ჩარიცხვას აცხადებს
გარდაცვლილი 34 წლის მამაკაცია, რომელიც ვაზიანში მდებარე თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის მე-4 ქვეით ბრიგადაში მსახურობდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, თვითმკვლელობამდე მიყვანის კვალიფიკაციით დაიწყო.
ბოლო კვირის განმავლობში ეს სამხედრო მოსამსახურის სავარაუდო თვითმკვლელობის მეორე შემთხვევაა. ტელეკომპანია „პირველის“ ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ აბასთუმნის ტყეში 26 წლის უფროსი ლეიტენანტის, ალექსი მაჭავარიანის ცხედარი იპოვეს. ამ საქმეზეც გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს.
