ვინც სამხედრო აჯანყება მოაწყო, უღალატა რუსეთს და ამისთვის პასუხს აგებს - პუტინი

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა „ვაგნერის“ ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის ამბოხი „ზურგში დარტყმად“ შეაფასა და პირობა დადო, რომ ყველა, ვინც „ღალატის გზას დაადგა“, „გარდაუვალი სასჯელით“ დაისჯება. მისი თქმით, „გადამწყვეტი ქმედებები“ განხორციელდება დონის როსტოვში, სადაც „რთული სიტუაციაა“ და „ფაქტობრივად, ბლოკირებულია სამოქალაქო და სამხედრო ხელისუფლების მუშაობა“.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

საგანგებო მიმართვის დროს, პუტინმა რუსეთში შექმნილი ვითარება 1917 წელს, პირველი მსოფლიო ომის დროს განვითარებულ მოვლენებს შეადარა. მისი თქმით, მაშინ, რუსეთს გამარჯვება მოპარეს, ჯარისა და ხალხის ზურგსუკან ინტრიგებსა და დაპირისპირებას სახელმწიფოს დაშლა და უზარმაზარი ტერიტორიების დაკარგვა, საბოლოო ჯამში, კი სამოქალაქო ომი მოჰყვა. პუტინმა განაცხადა, რომ ამის გამეორებას არ დაუშვებს.

„ქმედებები, რომელიც ჩვენს ერთობას არღვევს, ფაქტობრივად, არის განდგომა საკუთარი ხალხისგან, თანამებრძოლებისგან, რომლებიც ახლა ფრონტზე იბრძვიან. ეს ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ხალხისთვის ზურგში დარტყმაა... დავიცავთ ჩვენს ხალხსაც და ჩვენს სახელმწიფოებრიობასაც ნებისმიერი საფრთხისგან, მათ შორის, შიდა ღალატისგან. ის, რასაც ჩვენ შევეჯახეთ, სწორედ ღალატია. გადაჭარბებულმა ამბიციებმა და პირადმა ინტერესებმა გამოიწვია ღალატი. ღალატი როგორც ჩვენი ქვეყნისთვის, ასევე ხალხისთვის და იმ საქმისთვის, რისთვისაც ჩვენს სხვა დანაყოფებთან და ქვედანაყოფებთან ერთად იბრძოდნენ და დაიღუპნენ „ვაგნერის“ ჯგუფის ჯარისკაცები და მეთაურები - გმირები, რომლებმაც გაათავისუფლეს სოლედარი და არტიომოვსკი, დონბასის ქალაქები, იბრძოდნენ და სიცოცხლე გაწირეს ნოვოროსიის, რუსული სამყაროს ერთიანობისთვის. მათ სახელსა და დიდებასაც უღალატეს მათ, ვინც აჯანყების მოწყობას ცდილობენ, ქვეყანას ანარქიისა და ძმათამკვლელობისკენ, საბოლოო ჯამში კი, დამარცხებისა და კაპიტულაციისკენ უბიძგებენ“, - განაცხადა პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტის თქმით, ნებისმიერი შიდა არეულობა „სასიკვდილო საფრთხეა“ რუსეთისთვის და მისგან დასაცავად „მკაცრი ქმედებები“ იქნება.

„ყველას, ვინც შეგნებულად დაადგა ღალატის გზას, ვინც მოამზადა შეიარაღებული აჯანყება, დაადგა შანტაჟისა და ტერორისტული მეთოდების გზას, გარდაუვალი სასჯელი ელის, პასუხს აგებს როგორც კანონის, ისე ჩვენი ხალხის წინაშე.

შეიარაღებულმა ძალებმა და სხვა სამთავრობო უწყებებმა მიიღეს საჭირო ბრძანებები, ახლა ხდება მოკოვში, მოსკოვის ოლქსა და სხვა რეგიონებში დამატებითი ანტიტერორისტული ღონისძიებების შემოღება. ასევე გადამწყვეტი ქმედებები განხორციელდება დონის როსტოვში სიტუაციის სტაბილიზაციისთვის. ის რთული რჩება, ფაქტობრივად, ბლოკირებულია სამოქალაქო და სამხედრო ხელისუფლების ფუნქციონირება.

...ვინც სამხედრო აჯანყება მოაწყო და მოამზადა, ვინც იარაღი აღმართა თავისი თანამებრძოლებისწინააღმდეგ, უღალატა რუსეთს და ამისთვის პასუხს აგებს. მოვუწოდებ მათ, ვის ჩათრევასაც ცდილობენ ამ დანაშაულში, არ დაუშვან საბედისწერო და ტრაგიკული შეცდომა, გააკეთონ ერთადერთისწორი არჩევანი - შეწყვიტონ მონაწილეობა დანაშაულებრივ ქმედებებში“, - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებელმა, ევგენი პრიგოჟინმა 23 ივნისს, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო უკრაინაში „ვაგნერელების“ ბანაკების დაბომბვაში დაადანაშაულა და პირობა დადო, რომ „სამართლიანობის მარშს“ დაიწყებს. მისი თქმით, 25 ათასი „ვაგნერელი“ მიდის იმის გასარკვევად, თუ „რატომ ხდება ქვეყანაში ეს განუკითხაობა“.

„ბოროტება, რომელიც რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობას მოაქვს, უნდა შეჩერდეს. ისინი უგულებელყოფენ ჯარისკაცების სიცოცხლეს, დაივიწყეს სიტყვა „სამართლიანობა“ და ჩვენ მას დავაბრუნებთ. ამიტომ დაისჯებიან ისინი, ვინც დღეს გაანადგურეს ჩვენი ბიჭები და ათი ათასობით რუსი ჯარისკაცის სიცოცხლე. ვთხოვთ, წინააღმდეგობა არავინ გაგვიწიოს... ყველას, ვინც წინააღმდეგობას გაგვიწევს, საფრთხედ ჩავთვლით და დაუყოვნებლივ გავანადგურებთ“, - განაცხადა პრიგოჟინმა.

ამ დროისთვის, „ვაგნერი“ უკრაინის საზღვართან მდებარე დონის როსტოვში სამხედრო ობიექტებს აკონტროლებს, მათ შორის აეროდრომსაც. პრიგოჟინი თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსთან და გენშტაბის ხელმძღვანელ ვალერი გერასიმოვთან შეხვედრას ითხოვს. 

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ „ვაგნერის“ პოზიციების დაბომბვას სიცრუე უწოდა, ხოლო პრიგოჟინის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, პროვოკაცია. ფედერალურმა უსაფრთხოების სამსახურმა პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე შეიარაღებული გადატრიალების მცდელობის მუხლით აღძრა. ქალაქ მოსკოვში, მოსკოვისა და ვორონეჟის ოლქებში კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმია გამოცხადებული. მოსკოვის ცენტრში წუხელ სამხედრო ტექნიკაც გამოიყვანეს.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.