„დავიწყეთ წინააღმდეგობის მოძრაობა და ვშლით წინააღმდეგობის ფრონტს ჯერ თბილისში და შემდეგ მთელს საქართველოში“, - განაცხადა „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე. ვაშაძემ აქციის მონაწილეებს ის ძირითადი პრინციპები გააცნო, რომელზეც ოპოზიციური პარტიები შეთანხმდნენ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ნარკოტიკების ზედოზირებას თბილისში კიდევ 3 ახალგაზრდა ემსხვერპლა
- 2 გორში პოლიციელების მიერ ნაცემი პირი წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს
- 3 გიგა ავალიანის საქმე: დემეტრე ჩიქოვანს 9 წელი და 9 თვე, ანი ნასყიდაშვილს 5 წელი და 3 თვე მიესაჯა
- 4 პანკისში მალხაზ მაჩალიკაშვილის ავტომობილი დააზიანეს
- 5 პროკურატურამ გორში ნაცემი პაპუნა ლოცულაშვილისთვის ბრალის წარდგენაზე უარი თქვა
- 6 6 პოლიციელი დააკავეს გორში მოქალაქეებზე ძალადობის ბრალდებით
- ვითხოვთ ახალი არჩევნების დანიშვნას.
- არ ვაღიარებთ არჩევნებს და არ ვცნობთ პარლამენტის ლეგიტიმაციას.
- დავიწყეთ წინააღმდეგობის მოძრაობა და ვშლით წინააღმდეგობის ფრონტს ჯერ თბილისში და შემდეგ მთელს საქართველოში.
- ყოველი შემდეგი პროტესტი იქნება უფრო და უფრო მწვავე და უფრო და უფრო კონკრეტულ მიზანზე ორიენტირებული.
- ვაგრძელებთ მტკიცებულებების თავმოყრას და სრულფასოვნად საერთაშორისო გამოძიებისთვის ყველა დოკუმენტაციის შეგროვებას, რომ ყველა დამნაშავე იყოს დასჯილი, ვინც მოპარა ხალხს არჩევანი.
- ყველაფერს ვაკეთებთ ერთად, ეს არის ყველასი ერთად გასაკეთებელი საქმე. და ბოლოს, ეს გაგრძელდება მანამ, ვიდრე საბოლოო გამარჯვებას არ მოვიპოვებთ“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
მისივე თქმით, წინააღმდეგობის მოძრაობის მთავარი სლოგანი იქნება „ვითხოვთ ახალ არჩევნებს“:
„ჩვენი ნომერ პირველი სამიზნე ხელისუფლებასთან ერთად ახლა არის ცენტრალური საარჩევნო კომისია. ცესკომ უნდა გამოაცხადოს არჩევნები გაუქმებულად, რადგან დადასტურებულია, რომ არჩევნები მიიტაცეს. ფარულობა არის დარღვეული“.
ოპოზიციის ლიდერებმა ხვალ, 5 ნოემბერს 14:00 საათზე, სპორტის სასახლესთან შეკრება დააანონსეს.
„ვიცით, რომ შუადღის 2 საათზე შეკრება არის რთული, მაგრამ სამშობლო მარტო საღამოობით არაა ჩვენი, სამშობლო ჩვენია 24/7-ზე. გთხოვთ, მაქსიმალურად მოვინდომოთ, რომ 2 საათზე წინააღმდეგობის მსვლელობა გავმართოთ სპორტის სასახლიდან. ეს კვირა თბილისის მასშტაბით არის წინააღმდეგობის მსვლელობების კვირა“, - მიმართა აქციის მონაწილეებს გიორგი ვაშაძემ.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 53.93% მიიღო. ამ შედეგის ლეგიტიმურობას არ აღიარებენ ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები, რომელთა შორის ხმები ასე გადანაწილდა:
- „კოალიცია ცვლილებისთვის“ (ხმების 11.037%)
- „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ (10.164%)
- „ძლიერი საქართველო“ (8.814%)
- „გახარია საქართველოსთვის“ (7.771%)
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც მიიჩნევს, რომ არჩევნები „ტოტალურად გაყალბდა“ და საქართველო „რუსული სპეცოპერაციის მსხვერპლი“ გახდა.
