უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთსა და უკრაინას შორის ომი დასასრულთან ახლოს არის. აშშ-ში ვიზიტის დროს, ABC News-სთან ინტერვიუში ზელენსკიმ თქვა, რომ გამარჯვების გეგმა უკრაინის გაძლიერებაში მდგომარეობს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 2 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 3 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 4 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 5 სასკოლო ფორმების გაყიდვა 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება - მისამართები და დეტალები
- 6 მეორედ მიმანიშნეს ჩემი 75 წლის მამის დაჭერაზე - ღარიბაშვილის მორიგი წერილი ციხიდან
„ამიტომ ვთხოვთ ჩვენს მეგობრებს, ჩვენს მოკავშირეებს, გაგვაძლიერონ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, ჩვენ იმაზე უფრო ახლოს ვართ მშვიდობასთან, ვიდრე გვგონია. ჩვენ ახლოს ვართ ომის დასრულებასთან. უბრალოდ ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან ძლიერები“, - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს კურსკის ოლქში უკრაინის შეიარაღებული ძალების ოპერაციის „ეშინია“.
„ეს მართალია. მას ძალიან ეშინია, რადგან მისმა ხალხმა დაინახა, რომ მას არ შეუძლია მთელი თავისი ტერიტორიის დაცვა“, - ზელენსკიმ დასძინა, რომ უკრაინას მხოლოდ „ძლიერი პოზიციიდან“ შეუძლია „პუტინს ომის დასრულებისკენ უბიძგოს“.
22 სექტემბრიდან ვოლოდიმირ ზელენსკი ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება ოფიციალური ვიზიტით, რომლის ფაგლებშიც ის ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის სესიებს დაესწრება. გარდა ამისა, ზელენსკი აპირებს პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და მთავარ პოლიტიკურ ლიდერებს უკრაინის „გამარჯვების გეგმა“ წარუდგინოს. კვირის ბოლოს, ვაშინგტონში ის ასევე შეხვდება პრეზიდენტობის კანდიდატებს, კამალა ჰარისს და დონალდ ტრამპს.
