„ქართული ოცნების“ პარლამენტის დეპუტატი ირაკლი ზარქუა ამბობს, რომ აბუ-დაბიში, სასტუმროში მომხდარი ჩხუბის შემდეგ სასამართლომ ჯარიმა დააკისრა მას და მის თანაპარტიელებს, რის შემდეგაც არაბთა გაერთიანებული საემიროების დატოვების შესაძლებლობა მიეცათ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 უილსონი: თუ ივანიშვილი 29 დეკემბრის გეგმას განახორციელებს, წარმოუდგენელ პასუხს უნდა ელოდეს
- 2 ბალტიის ზღვაში კაბელის დაზიანებაში ეჭვმიტანილი გემის კაპიტანი საქართველოს მოქალაქეა
- 3 რას ამბობს გდდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი საქართველოდან გამგზავრებამდე მიცემულ ინტერვიუში
- 4 დაძაბულობაა ბოლნისში, სადაც ავტოავარიას ორი არასრულწლოვანი ემსხვერპლა
- 5 Meta ფაქტების გადამოწმების პროგრამას წყვეტს
- 6 გერმანიამ საქართველოში მომიტინგეებზე ძალადობაზე პასუხისმგებელ 9 პირს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა
13 იანვარს ირაკლი ზარქუა და ვიქტორ სანიკიძე საქართველოს მოქალაქეს, ლაშა გაბიტაშვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ. სასტუმროს რესტორანში მომხდარ ჩხუბში გელა სამხარაულიც ფიგურირებდა.
საქართველოში დაბრუნებულმა ზარქუამ სამთავრობო ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში თქვა, რომ დეპუტატებს „ხმაურიანი მოგზაურობა“ გამოუვიდათ.
„მესამე დღეა ჩამოსულები ვართ. მანამდეც გვეცინებოდა ხოლმე ეს უსამშობლოები და მათთან აფილირებული ჟურნალისტები თუ პოლიტოლოგები რომ ამბობდნენ - ერთი წელი მიუსაჯეს, 80 000 დოლარი... რაღაც სიგიჟეებს რომ ჰყვებოდნენ. ეს მარაზმი. არაფერი. ჯარიმა გამოიწერა დირჰამებში, 10-15-ჯერ უფრო ნაკლები. იქ ჩვენ მეგობრები გვყავდნენ, ვინც გადაიხადეს. ამ 3-4 ათას დოლარს, ჩვენ ბუნებრივია, გადავიხდით. ახლა თბილისში ვარ უკვე და რამენაირად მოვახერხებ“, - განაცხადა ზარქუამ.
როგორც ის ამბობს, ლაშა გაბიტაშვილმა მას და სხვა დეპუტატებს პროვოკაცია მოუწყო და „მისაღები მიიღო“.
„მინდა კიდევ ერთხელ ყველს ვუთხრა, თმენის ვალდებულება ერთია, მაგრამ, როდესაც ოჯახს ეხებიან და შვილებს, იქ გამორიცხულია, ვინმეს გავუტაროთ და მომავალშიც გაათმაგებულად მიიღებენ იმ შედეგს... ეს ადამიანი იყო გამოყენებული, როგორც იმ დანარჩენ ახალგაზრდებს იყენებენ ეს უსამშობლოები“, - თქვა ირაკლი ზარქუამ.
მისივე განცხადებით, მომხდარის გამო დაკავებული არავინაა და ის მოქალაქეც ჯარიმით გათავისუფლდა, ვინც ჩხუბის დროს სასტუმროს თანამშრომელს თეფში ესროლა: „საერთოდ არც ვიცნობდით იმ ადამიანს. იქ იყო, ისვენებდა თავის ოჯახთან ერთად და ეტყობა, რომ ამოუვიდა ყელში ეს პროვოკაციები, გააქანა თეფში და მოხვდა იქ მომუშავე პერსონალს და შემდგომ ისიც ამ ჯარიმის ქვეშ მოექცა. არც გვაქვს რამე შეხება“.
ლაშა გაბიტაშვილმა 12 იანვარს, Facebook-ზე გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ ის „ქართული ოცნების“ წევრებს ირაკლი ზარქუას, გელა სამხარაულს, ვიქტორ სანიკიძეს და გოჩა ენუქიძეს სიტყვიერად დაუპირისპირდა - მათ „გამყიდველები“, „მონები“ და „მოღალატეები“ უწოდა.
გაბიტაშვილს თავს 13 იანვარს, იმ დროს დაესხნენ, როცა ის მეუღლესთან ერთად საუზმობდა. გავრცელებული ვიდეოკადრების მიხედვით, თავდაპირველად მასთან ირაკლი ზარქუა მივიდა, თეფშით საკვები შეაყარა და დაარტყა.
ჩხუბის დროს, ვიქტორ სანიკიძე ლაშა გაბიტაშვილს ემუქრებოდა: „თბილისში აღარ ჩამოხვალ? შენ დედას მოგ****ავ“.
ლაშა გაბიტაშილი ამბობდა, რომ პოლიცია გამოიძახა. 16 იანვარს მისი სახელით გავრცელდა განცხადება, რომ ის თავისუფალი იყო.