უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გენერალი ვალერი ზალუჟნი გაათავისუფლა. შესაბამისი განკარგულება ზელენსკიმ 8 თებერვალს გამოსცა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 5 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
„გადავწყვიტე უკრაინის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობის განახლება. საუბარი არ არის გვარებზე და მით უმეტეს, პოლიტიკაზე. საუბარია ჩვენი არმიის სისტემაზე, უკრაინის შეიარაღებულ ძალების მენეჯმენტზე და ამ ომის საველე მეთაურების გამოცდილების გამოყენებაზე“, - განაცხდა ზელენსკიმ ზალუჟნისთან შეხვედრის შემდეგ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, საჭიროა გადატვირთვა და შტაბებმა, ყველა დონეზე, ისევე უნდა იგრძნონ ფრონტის ხაზი, როგორც მოწინავე რიგებში მყოფი ჯარისკაცები გრძნობენ.
„ამ ომის საველე მეთაურებმა, ფრონტის წინა ხაზზე მყოფმა მეთაურებმა უნდა გააცნობიერონ მათი განსაკუთრებული გამოცდილება მთელ ჯარში, ხელმძღვანელ პოზიციებზე. დღეს უკრაინის თავდაცვის ძალებს თითქმის მილიონი ადამიანი შეადგენს. ისინი გამოიძახეს ქვეყნის დასაცავად. უმრავლესობას არ უგრძვნია წინა ხაზი ისე, როგორც იმ უმცირესობას, რომელიც რეალურად დგას წინა ხაზზე, რეალურად იბრძვის. ეს ნიშნავს, რომ გვჭირდება განსხვავებული მიდგომა როტაციების მიმართ; განსხვავებული მიდგომა ფრონტის მენეჯმენტის მიმართ; განსხვავებული მიდგომა მობილიზაციისა და რეკრუტირების მიმართ; დღეიდან უკრაინის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობას ახალი მმართველი გუნდი გადაიბარებს“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მთავარსარდალი აღმოსავლეთის ფრონტზე უკრაინის სახმელეთო ჯარების მეთაური, გენერალ-პოლკოვნიკი ალექსანდრ სირსკი გახდა. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, სირსკი ხელმძღვანელობდა კიევის დაცვის და ხარკოვის გათავისუფლების ოპერაციებს.
„მე მადლობელი ვარ გენერალი ზალუჟნის ორწლიანი თავდაცვის გამო. მადლობელი ვარ ყველა გამარჯვებისთვის, რომელსაც ერთად მივაღწიეთ და მადლობელი ვარ ყველა უკრაინელი მებრძოლის, რომელიც გმირულად ატარებს ამ ომის მძიმე ტვირთს. გენერალ ზალუჟნის შევთავაზე, ჩვენი გუნდის წევრად დარჩეს. მადლობელი ვიქნები, თუ ამას დათანხმდება“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ბოლო რამდენიმე კვირაა, მედია ავრცელებდა ინფორმაციას ზალუჟნის შესაძლო გადაყენების შესახებ. ერთ-ერთი ვერსიით, ვოლოდიმირ ზელენკის უკმაყოფილება გამოიწვია ვალერი ზალუჟნის პოპულარობამ და ასევე, The Economist-ის მიერ ნოემბერში გამოქვეყნებულმა ინტერვიუმ, სადაც გენერალი ამბობდა, რომ ომი ჩიხში შევიდა და გათვლა რუსეთის გამოფიტვაზე, შეცდომა იყო. უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები მთავარსარდალსა და პრეზიდენტს შორის კონფლიქტის არსებობას უარყოფდნენ.
ვალერი ზალუჟნი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად 2021 წლის ივლისში დაინიშნა. რამდენიმე თვეში, 2022 წლის თებერვალში რუსეთი უკრაინას თავს დაესხა. როგორც CNN-ი წერს, მაშინ, როდესაც უკრაინის ბევრი მოკავშირე შიშობდა, კიევი რამდენიმე დღეში, ხოლო დანარჩენი ქვეყანა რამდენიმე კვირაში დაეცემოდა, უკრაინის ჯარებმა, ზალუჟნის ხელმძღვანელობით, შეძლეს რუსეთის ჯარების განდევნა დედაქალაქიდან, წლის ბოლოსთვის კი მოახერხეს ომის პირველ კვირებში ოკუპირებული სამხრეთ და აღმოსავლეთ ტერიტორიების დიდი ნაწილის გათავისუფლება.