უკრაინისა და რუსეთის საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი, გენერალი კით კელოგი კიევში უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. შეხვედრის შემდეგ დაგეგმილი ერთობლივი პრესკონფერენცია ამერიკული მხარის მოთხოვნით გაუქმდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 საპატრულო პოლიციამ შშმ პირს მანქანაში ჩააფსმევინა, შსს-ს 10 ათასის გადახდა დაეკისრა
- 3 გაუპატიურება, წამება და დაკარგული ჩვილი - ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- 4 283 ქოთანი და 7 კგ გამომშრალი მარიხუანა - დიზაინერ რატი რატიანს 15 წელი მიუსაჯეს
- 5 დამოუკიდებელი მედიების რედაქტორები ელისო კილაძის საქმის განხილვის საჯაროობას ითხოვენ
- 6 სოხუმი მასშტაბური ენერგოკოლაფსის მიზეზად ენგურჰესზე მომხდარ ავარიას ასახელებს
„შეხვედრა, რომელიც აღადგენს იმედს“, - ასე დაახასიათა ზელენსკიმ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელთან შეხვედრა.
მისი თქმით, განიხილეს ფრონტზე არსებული მდგომარეობა, რუსეთში მყოფი უკრაინელი ტყვეების გათავისუფლება და უსაფრთხოების გარანტიების საიმედო და მკაფიო სისტემის აუცილებლობა.
„მადლობელი ვარ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ შეერთებული შტატების მიერ აღმოჩენილი დახმარებისა და ორპარტიული მხარდაჭერის გამო.
ჩვენთვის და მთელი თავისუფალი სამყაროსთვის მნიშვნელოვანია ამერიკის ძალა იგრძნობოდეს.
ჩვენ დეტალურად განვიხილეთ ბრძოლის ველზე არსებული ვითარება და ჩვენი ყველა ტყვედჩავარდნილის დაბრუნების გზები, ასევე უსაფრთხოების ეფექტური გარანტიები“, - დაწერა ზელენსკიმ Telegram-ში.
სამშვიდობო მოლაპარაკებებთან დაკავშირებით ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინა ომის დაწყების პირველი წამიდან ეძებს მშვიდობას.
„ჩვენ შეგვიძლია და უნდა გავხადოთ მშვიდობა საიმედო და გრძელვადიანი, რათა რუსეთი ვეღარასოდეს დაუბრუნდეს ომს.
უკრაინა მზად არის ინვესტიციებისა და უსაფრთხოების შესახებ ძლიერი, ნამდვილად მომგებიანი შეთანხმებისთვის შეერთებული შტატების პრეზიდენტთან. ჩვენ შევთავაზეთ ყველაზე სწრაფი დაკონსტრუქციული გზა შედეგის მისაღწევად. ჩვენი გუნდი მზადაა იმუშაოს 24/7-ზე.
წარმატება აერთიანებს. მსოფლიოში ყველას სჭირდება წარმატება შეერთებულ შტატებთან ურთიერთობებში. მადლობა გენერალ კელოგს მნიშვნელოვანი შედეგების მისაღწევად ერთობლივი მუშაობისთვის“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
შეხვედრას წინ უძღოდა ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართ დონალდ ტრამპის მწვავე განცხადებები. ტრამპმა მას უწოდა „დიქტატორი არჩევნების გარეშე“, რომელმაც უნდა იმოქმედოს სწრაფად, რათა უკრაინა არ დაკარგოს. აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე თქვა, რომ უკრაინის ლიდერის რეიტინგი 4%-მდეა დაცემული, თუმცა, გაურკვეველია, რა მონაცემებს ეყრდნობა მის მიერ დასახელებული ეს ციფრი. საპასუხოდ, ზელენკიმ ტრამპი რუსული დეზინფორმაციის გამეორებაში დაადანაშაულა.
კით კელოგი კიევში 19 თებერვალს ჩავიდა და იმავე დღეს უკრაინის შეიარაღებილი ძალების მთავარსარდალს, გენერალ ოლექსანდრ სირსკის, უკრაინის სპეცსამსახურების ხელმძღვანელებსა და პრეზიდენტის აპარატის უფროსს, ანდრიი ერმაკს შეხვდა, ხოლო მომდევნო დღეს შეხვედრა გამართა საგარეო საქმეთა მინისტრ ანდრეი სიბიგასთან.
