ოლიმპიურ ჩემპიონსა და „ქართული ოცნების“ ყოფილ დეპუტატს, ზურაბ ზვიადაურს, რომელიც 2 თვის წინ დააკავეს ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ნარკოტიკების ზედოზირებას თბილისში კიდევ 3 ახალგაზრდა ემსხვერპლა
- 2 ვლადიკავკაზში ქორწილის მონაწილეები საქართველოს დროშების გამოყენებისთვის დააპატიმრეს
- 3 ქართველი სამხედრო მფრინავი ზვიად ბექაური დაიღუპა კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში
- 4 პანკისში მალხაზ მაჩალიკაშვილის ავტომობილი დააზიანეს
- 5 გიგა ავალიანის საქმე: დემეტრე ჩიქოვანს 9 წელი და 9 თვე, ანი ნასყიდაშვილს 5 წელი და 3 თვე მიესაჯა
- 6 „სიკვდილი ამერიკას, სიკვდილი ისრაელს“ - ფონიჭალის მეჩეთმა მოჯთაბა ხამენეის მიმართვა გააზიარა
ზვიადაურo ციხეში სულ მცირე 4 წლის ნაცვლად 6 თვეს გაატარებს და 2026 წლის მარტში გათავისუფლდება. მას 4 წლის ვადით პირობითი მსჯავრი განესაზღვრა და დამატებით სასჯელად ჯარიმის, 5000 ლარის, გადახდა დაეკისრა.
როგორც ადვოკატმა მაგდა კოტრიკაძემ განაცხადა, საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე პროკურატურას თავად ბრალდებულმა მიმართა.
ზურაბ ზვიადაური 16 სექტემბერს, დილით, თბილისში დააკავეს. ადვოკატის თქმით, ის ავტომობილით გადაადგილების დროს საპატრულო პოლიციამ გადამოწმების მიზნით გააჩერა.
საქმის მასალების მიხედვით, ზვიადაურმა მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა რევოლვერი და მისთვის განკუთვნილი ექვსი ქარხნული წესით დამზადებული ვაზნა, რომელსაც მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა და ატარებდა. პროკურატურამ მას ბრალდება სხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით წარუდგინა, რაც 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 18 სექტემბერს ზვიადაურს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
ზურაბ ზვიადაური 27 წლის ნიკა კენჭოშვილის განზრახ მკვლელობაშია ბრალდებული. საქმე ეხება ოთხი წლის წინ, 2021 წლის 16 აგვისტოს მომხდარ დანაშაულს. ზვიადაური მაშინაც დააკავეს, თუმცა სამთვიანი წინასწარი პატიმრობის შემდეგ, სასამართლომ 50 ათასი ლარის ოდენობით გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. ბრალდებულმა მოითხოვა, რომ მისი საქმე ნაფიც მსაჯულებს განეხილათ. მსაჯულების შერჩევის პროცესი დაიწყო, თუმცა არ დასრულებულა.
