ევროპარლამენტის თორმეტი წევრი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მიმართავს და ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას გათავისუფლებისკენ მოუწოდებს. მათი განცხადებით, ქვეყანაში პოლიტპატიმრების არსებობა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სამომავლო სტატუსთან შეუთავსებელია.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
როგორც ევროპარლამენტარები აღნიშნავენ, საქართველო ფართოდ აღიქმება ქვეყნად, სადაც შესაძლებელია ამჟამინდელი ხელისუფლების კრიტიკოსი საზოგადო მოღვაწეების პოლიტიკურად მოტივირებული დევნა და დაპატიმრება.
„ევროპარლამენტმა დაგმო ნიკა გვარამიას მიმართ განაჩენი წარსულში ტელეკომპანია „რუსთავი 2“ დირექტორად მუშაობის დროს ფულის გათეთრებასთან, ქრთამის აღებასა და დოკუმენტების გაყალბებასთან დაკავშირებული საეჭვო ბრალდებების გამო. ეს განაჩენი საქართველოში ფართოდ აღიქმება, როგორც მოქმედი ხელისუფლებისადმი კრიტიკული ხმის გაჩუმების მცდელობა.
ხაზს ვუსვამთ, რომ ეს საქმე წარმოაჩენს საქართველოს სასამართლო სისტემისადმი მუდმივ უნდობლობას, სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის გაზრდის აუცილებლობას. ის ასევე უარყოფითად მოქმედებს მედიის თავისუფლებაზე და შემდგომ პოლარიზაციას იწვევს. ამიტომ მოგმართავთ მოწოდებით, განიხილოთ შეწყალების უფლებამოსილების გამოყენება, რათა ბატონი გვარამია ციხიდან გათავისუფლდეს.
ჩვენ გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ საკუთარ თავზე აიღებთ ლიდერობას, საქართველო მიაახლოვოთ მის სტრატეგიულ მიზანს - ევროკავშირში ინტეგრაციას“, - ნათქვამია ევროპარლამენტარების წერილში. მიმართვას ხელს აწერენ:
- რასა იუკნევიჩიენე – ევროპის სახალხო პარტიის ჯგუფი (ქრისტიან-დემოკრატები)
- ანდრიუს კუბილიუსი – ევროპის სახალხო პარტიის ჯგუფი (ქრისტიან-დემოკრატები)
- იოზას ოლეკასი – სოციალისტთა და დემოკრატთა პროგრესული ალიანსის ჯგუფი
- მირიამ ლექსმანი – ევროპის სახალხო პარტიის ჯგუფი (ქრისტიან-დემოკრატები)
- დაცე მელბარდე – ევროპის სახალხო პარტიის ჯგუფი (ქრისტიან-დემოკრატები)
- ანა ფოტიგა – ევროპელი კონსერვატორებისა და რეფორმისტების ჯგუფი
- ბერნარ გეტა – ჯგუფი „განაახლე ევროპა“
- ანდრეი კოვაჩევი – ევროპის სახალხო პარტიის ჯგუფი (ქრისტიან-დემოკრატები)
- ოუშრა მალდეიკიენე – ევროპის სახალხო პარტიის ჯგუფი (ქრისტიან-დემოკრატები)
პიტერ პოლაკი – ევროპის სახალხო პარტიის ჯგუფი (ქრისტიან-დემოკრატები) - კარლო ფიდანცა – ევროპელი კონსერვატორებისა და რეფორმისტების ჯგუფი
- რაფაელ გლუკსმანი – სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსის ჯგუფი
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტარების მიმართვას არ გამოხმაურებია. როგორც „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა, საქართველოს პარლამენტის წევრმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, ტყუილია, თითქოს დამნაშავეების გათავისუფლება დეპოლარიზაციას გამოიწვევს.
„სიტყვა „ევროპარლამენტარი“ არ არის მთავარი დამახასიათებელი იმ ადამიანებისა, რომლებიც სალომე ზურაბიშვილს მიმართავენ. ისინი არიან სახალხო პარტიის წევრები. ეს პარტია „ნაცმოძრაობის“ დედა პარტიაა და რასაკვირველია, გააჩნიათ ჩამოყალიბებული პოლიტიკური პოზიცია, რომელსაც წლების განმავლობაში ატარებენ, მათ შორის საქართველოში. ინტენსიურია მათი მოქმედებები და პოლიტიკური ნაბიჯები. რასაკვირველია, ხშირ შემთხვევაში ეს უპირისპირდება საქართველოს ინტერესებს“, - თქვა „ქართული ოცნების“ კიდევ ერთმა წევრმა, გიორგი ვოლსკიმ.
2 ნოემბერს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს კოლეგიამ, მოსამართლეების მერაბ ჯორბენაძის, ლავრენტი მაღლაკელიძისა და დავით მამისეიშვილის შემადგენლობით, „მთავარი არხის“ დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია დამნაშავედ სცნო და პატიმრობაში დატოვა. სააპელაციო სასამართლომ გვარამიას იგივე სასჯელი განუსაზღვრა - 3.6 წლით თავისუფლების აღკვეთა, თუმცა სასამართლომ ნაწილობრივ შეცვალა პირველი ინსტანციის განაჩენი. კერძოდ, გვარამია ექვსი თვის განმავლობაში პატიმრობაში იყო „რუსთავი 2“-ის კუთვნილი ავტომობილის პირადი მიზნების გამოყენებისთვის (უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება), რადგან თბილისის საქალაქო სასამართლომ, 2022 წლის 16 მაისის განაჩენით მას ბრალდების მეორე ეპიზოდზე - „რუსთავი 2“-სთვის 6 763 509 ლარის ზიანის მიყენების ნაწილში მხოლოდ ჯარიმა დააკისრა 50 ათასი ლარის ოდენობით. სააპელაციო სასამართლომ გვარამიას მიმართ მიღებული გამამტყუნებელი განაჩენი ამ ნაწილში შეცვალა და 6 763 509 ლარის ზიანის მიყენების ეპიზოდზეც მას პატიმრობა მიუსაჯა.