თბილისის სააპელაციო სასამართლოს კოლეგიამ, მოსამართლეების მერაბ ჯორბენაძის, ლავრენტი მაღლაკელიძისა და დავით მამისეიშვილის შემადგენლობით, „მთავარი არხის“ დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია დამნაშავედ სცნო და პატიმრობაში დატოვა. სააპელაციო სასამართლომ გვარამიას იგივე სასჯელი განუსაზღვრა - 3.6 წლით თავისუფლების აღკვეთა, თუმცა სასამართლომ ნაწილობრივ შეცვალა პირველი ინსტანციის განაჩენი.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 პუტინის თქმით, საქართველოს ხელისუფლების სიმამაცით გაკვირვებულია
- 4 ოპოზიციური პარტიები 24 ნოემბერს პარლამენტთან აქციას და ღამისთევას აანონსებენ
- 5 პარლამენტი აღარ არსებობს, რადგან ერთმა პარტიამ თავზე დაიხია კონსტიტუცია - ზურაბიშვილი
- 6 არალეგიტიმური პრემიერი შსს-ს მომიტინგეებზე სასტიკი ძალადობისთვის მადლობას უხდის
კერძოდ, გვარამია მეექვე თვეა პატიმრობაშია „რუსთავი 2“-ის კუთვნილი ავტომობილის პირადი მიზნების გამოყენებისთვის (უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება), რადგან თბილისის საქალაქო სასამართლომ, 2022 წლის 16 მაისის განაჩენით მას ბრალდების მეორე ეპიზოდზე - „რუსთავი 2“-სთვის 6 763 509 ლარის ზიანის მიყენების ნაწილში მხოლოდ ჯარიმა დააკისრა 50 ათასი ლარის ოდენობით.
სააპელაციო სასამართლომ გვარამიას მიმართ მიღებული გამამტყუნებელი განაჩენი ამ ნაწილში შეცვალა და 6 763 509 ლარის ზიანის მიყენების ეპიზოდზეც მას პატიმრობა მიუსაჯა.
„6 თვის განმავლობაში ციხეში იჯდა ავტომობილის პირადი მიზნების გამოყენებისთვის. როგორც ჩანს, ეს ხელისუფლებას ძალიან აწუხებდა. სასჯელი იგივე დაუტოვეს, მაგრამ სასამართლომ ხელისუფლების მესიჯბოქსის შესაბამისად შეცვალა გადაწყვეტილება და პატიმრობა მიუსაჯა ზიანის მიყენების ნაწილზეც.
სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა მოსამართლე ჩხიკვაძის განაჩენი, რომელიც თავისუფლებას ართმევს არა მხოლოდ ნიკა გვარამიას, არამედ ამ ქვეყანას“, - განაცხადა ნიკა გვარამიას ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინება გასაჩივრებული ჰგქონდა როგორც დაცვის, ასევე ბრალდების მხარეს.
მედიის თავისუფლების უზრუნველყოფა ევროკომისიის 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთია საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრი კანდიდატის სტატუსის მისაღებად: „უფრო ძლიერი ძალისხმევის გაწევა თავისუფალი, პროფესიონალური, პლურალისტური და დამოუკიდებელი მედია გარემოს უზრუნველსაყოფად, განსაკუთრებით იმის უზრუნველსაყოფად, რომ მედიის მფლობელების წინააღმდეგ სისხლის სამართლის პროცედურები შეესაბამებოდეს უმაღლეს სამართლებრივ სტანდარტებს. დაიწყოს მიუკერძოებელი, ეფექტური და დროული გამოძიება ჟურნალისტებისა და მედიის სხვა წარმომადგენლების უსაფრთხოებისთვის საფრთხის შექმნის ფაქტებზე“.
რაც შეეხება ნიკა გვარამიასთან ერთად ბრალდებულებს, კახაბერ დამენიასა და ზურაბ იაშვილს, სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა მათ მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული განაჩენი, რომლითაც კახაბერ დამენიას 50 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა, ზურაბ იაშვილი კი უდანაშაულოდ იქნა ცნობილი.
ამ თემაზე:
ხატია დეკანოიძე პრეზიდენტს მოუწოდებს ნიკა გვარამია შეიწყალოს
ნიკა გვარამიას პატიმრობა რისკის ქვეშ აყენებს ქართველი ხალხის მკაფიო არჩევანს - აშშ-ს საელჩო