2022 წელს 18-მა დეპუტატმა სიტყვით გამოსვლის უფლებით საერთოდ არ ისარგებლა

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

საქართველოს პარლამენტის 18-მა წევრმა 2022 წელს პლენარულ სხდომებზე სიტყვით გამოსვლის უფლებით საერთოდ არ ისარგებლა. მათგან ათი საპარლამენტო უმრავლესობის, რვა კი ოპოზიციის დეპუტატია.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„მდუმარე დეპუტატების“ სიას არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ აქვეყნებს:

  1. ელგუჯა გოცირიძე - საპარლამენტო უმრავლესობა, ფრაქცია „ქართული ოცნება“
  2. ისკო დასენი - საპარლამენტო უმრავლესობა, ფრაქცია „ქართული ოცნება“
  3. გრიგოლ ვაშაძე - საპარლამენტო ოპოზიცია, უფრაქციო წევრი
  4. აბდულა ისმაილოვი - საპარლამენტო ოპოზიცია, ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია“
  5. მანუჩარ კვირკელია - საპარლამენტო ოპოზიცია, ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია“
  6. სუმბატ კიურეღიანი - საპარლამენტო უმრავლესობა, ფრაქცია „ქართული ოცნება“
  7. ლევან კობიაშვილი - საპარლამენტო უმრავლესობა, ფრაქცია „ქართული ოცნება“
  8. სამველ მანუკიანი - საპარლამენტო უმრავლესობა, ფრაქცია „ქართული ოცნება“
  9. გოგი მეშველიანი - საპარლამენტო უმრავლესობა, ფრაქცია „ქართული ოცნება“
  10. კობა ნაყოფია - საპარლამენტო ოპოზიცია, ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია“
  11. რამაზ ნიკოლაიშვილი - საპარლამენტო ოპოზიცია, ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია“
  12. დიმიტრი სამხარაძე - საპარლამენტო უმრავლესობა, ფრაქცია „ქართული ოცნება“
  13. ბაჩუკი ქარდავა - საპარლამენტო ოპოზიცია, ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია“
  14. გოდერძი ჩანქსელიანი - საპარლამენტო უმრავლესობა, ფრაქცია „ქართული ოცნება“
  15. ვასილ ჩიგოგიძე - საპარლამენტო უმრავლესობა, ფრაქცია „ქართული ოცნება“
  16. ცეზარ ჩოჩელი - საპარლამენტო ოპოზიცია, ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია“
  17. დილარ ხაბულიანი - საპარლამენტო ოპოზიცია, უფრაქციო წევრი
  18. ვიქტორ ჯაფარიძე - საპარლამენტო უმრავლესობა, უფრაქციო წევრი

ლიკა საჯაია, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ საპარლამენტო მდივანი აღნიშნავს, რომ საქართველოს პარლამენტში დეპუტატები, რომლებიც მთელი წლის განმავლობაში ხმას არ იღებენ, არაერთი წლის პრობლემაა.

„ისინი არ მონაწილეობენ არც კანონის განხილვაში, არც პოლიტიკურ დებატებში, არც პოლიტიკური განცხადებების გაკეთების დროს აქვთ რაიმე სათმელი და არც კითხვას სვამენ, როდესაც მთავრობის წევრი მოდის პარლამენტის სხდომაზე. მათ არაფერი აქვთ სათქმელი, არ აჟღერებენ ამომრჩევლების პრობლემებს და მათთვის პარლამენტის წვერის მანდატი ასოცირდება მხოლოდ იმასთან, რომ ღილაკს დააჭონ ხელი და ხმა მისცენ კანონს, რომელთან დაკავშირებითაც არაფერი ჰქონდათ სათქმელი“, - ამბობს ლიკა საჯაია.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ე.წ. მდუმარე დეპუტატების ნაწილმა თქვა, რომ ისინი საკომიტეტო სხდომების დროს აქტიურობენ ხოლმე.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.