გერმანიის ხელისუფლებამ 2025 წელს ბინადრობის ნებართვა უცხო ქვეყნის 8232 მოქალაქეს გაუუქმა. როგორც გემანული მედია წერს, ყველაზე ხშირად დეპორტაციის ბრძანებები საქართველოს, ალბანეთისა და თურქეთის მოქალაქეების წინააღმდეგ გაიცა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 2 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 3 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 4 მეორედ მიმანიშნეს ჩემი 75 წლის მამის დაჭერაზე - ღარიბაშვილის მორიგი წერილი ციხიდან
- 5 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 6 სასკოლო ფორმების გაყიდვა 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება - მისამართები და დეტალები
ოფიციალური სტატისტკის მიხედვით, დეპორტირებულებიდან 671 საქართველოდან იყო, 661 ალბანეთიდან და 618 თურქეთიდან. ათი ყველაზე გავრცელებული წარმოშობის ქვეყანა ასევე მოიცავდა ალჟირს (503 დეპორტაციის ბრძანება), მოლდოვას (476), ვიეტნამს (426), სერბეთს (389), მაროკოს (336), უკრაინას (268) და სირიას (261).
აღნიშნული მონაცემები გერმანიის მთავრობამ ბუნდესტაგში მემარცხენე პარტიის საპარლამენტო ფრაქციას მიაწოდა. როგორც პარტიის წევრმა, კლარა ბიუნგერმა განაცხადა, დეპორტაციის შესახებ კანონები ბოლო წლებში რამდენჯერმე გამკაცრდა, რის შედეგადაც მცირე დანაშაულიც კი შეიძლება გაძევების მიზეზი გახდეს. მისი თქმით, ეს ადამიანების ფუნდამენტური უფლებების სერიოზული დარღვევაა.
ბიუნგერმა „განსაკუთრებით საგანგაშო“ უწოდა იმ ფაქტს, რომ „არასრულწლოვნები რეგულარულად დეპორტირდებიან, 14 წლამდე ბავშვებიც კი, რომლებსაც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ასაკისთვის ჯერ არ მიუღწევიათ“. გაზეთი Rheinische Post წერს, რომ გასულ წელს დეპორტირებულთა უმეტესობა 22-დან 60 წლამდე იყო, არასრულწლოვანთა რიცხვი სულ 43-ს შეადგენდა.
2024 წელს გერმანიიდან დეპორტირებულთა საერთო რაოდენობა ოდნავ მეტი - 9277 იყო. მაშინაც დეპორტაციის ბრძანებები ყველაზე ხშირად ალბანეთიდან (923), საქართველოდან (740) და თურქეთიდან (701) ჩასული პირების წინააღმდეგ გაიცა.
