ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს განცხადებით, 2025 წლიდან საქართველოს ეროვნული ნაკრების და ესპანური საფეხბურთო კლუბის, „ვალენსიას“ მეკარე, გიორგი მამარდაშვილი ინგლისის პრემიერ ლიგის კლუბ „ლივერპულს“ შეუერთდება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სამხარაძე: არაბმა პარტნიორებმა ინვესტიციების წინააღმდეგ კამპანიაზე რეაგირება გვთხოვეს
- 2 აბასთუმნის თავზე ფრენა აიკრძალა - რატომ ჩაკეტა სახელმწიფომ ცა იქ, სადაც ივანიშვილი ცხოვრობს
- 3 უცხოეთში მყოფ წვევამდელებს ჯარში გაწვევისას საქართველოში დაბრუნება მოუწევთ
- 4 საქართველო ევროპაში ბოლო ადგილზეა: პენსია ძირითადი ხარჯების მხოლოდ 22%-ს ფარავს
- 5 მეუფე ისაია უარყოფს, თითქოს კანდიდატურა მოსაყდრე შიოს სასარგებლოდ მოხსნა
- 6 პოლონეთში 5 თვის ჩვილის გარდაცვალების საქმეზე ნუგზარ ქავთარაშვილს ეძებენ
ესპანურ მედიაში გავრცელებული ცნობებით, „ლივერპულში“ გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერი თითქმის დახურულია და ბოლო დეტალები ზუსტდება. „ლივერპული“ „ვალენსიასთან“ მოლაპარაკებებს გადახდის პირობებსა და გარიგების სტრუქტურასთან დაკავშირებით აწარმოებს - ინგლისელები მამარდაშვილის სანაცვლოდ ესპანელებს 35 მილიონ ევროს გადაუხდიან. შეთანხმების ერთ-ერთი პირობა კი კიდევ ერთი სეზონის განმავლობაში, მომავალი წლის ივნისამდე, გიორგის „ვალენსიაში“ იჯარის წესით დარჩენაა.
ინგლისელებს გიორგი მამარდაშვილით ბრაზილიელი მეკარე ალისონ ბეკერის ჩანაცვლება სურთ, რომელიც „ლივერპულს“ სწორედ 2025 წლის ზაფხულში დატოვებს.
18 ივლისს Transfermarkt-ის მიერ მონაცემების განახლების შემდეგ, გიორგი მამარდაშვილი მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული მეკარე (დიოგო კოშტასთან ერთად) გახდა და ამ დროისთვის მისი საბაზრო ფასი 45 მილიონ ევროა. 2022 წლის იანვარში, „ვალენსიის“ მიერ გიორგი მამარდაშვილის შეძენის პერიოდში, ეს მაჩვენებელი 3 მილიონი ევრო იყო. ესპანურმა კლუბმა კი მამარდაშვილის იჯარის დასრულების შემდეგ ფეხბურთელი „დინამო თბილისისგან“ შეისყიდა და მის სანაცვლოდ მხოლოდ 850 ათასი ევრო გადაიხადა.
ქართველი მეკარის საბაზრო ფასის ასეთი ზრდა EURO 2024-ზე ნაჩვენები შედეგების დამსახურებაა. მამარდაშვილმა ტურნირზე ყველაზე მეტი, 29 მოგერიება დააგროვა.
