საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები თავისი მნიშვნელობით 1991 წლის 31 მარტს ჩატარებულ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმს შეადარა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 Nestle-მ ჩვილ ბავშვთა საკვების ნაწილი გაყიდვებიდან ამოიღო ტოქსინის გამო
- 2 პაპუაშვილი: ამ ომს ნამდვილად ჰყავს ორი დამარცხებული - უკრაინა და ევროკავშირი
- 3 სუს-ის ყოფილი უფროსის ნათესავი ბიჭიკო პაიკიძე ესპანეთში დააკავეს
- 4 ევროკომისია: საქართველომ შეიძლება სრულად დაკარგოს ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი
- 5 სამხრეთ კორეაში საქართველოს ელჩი გაათავისუფლეს – პაპასქუა საგარეო უწყებას ტოვებს
- 6 ოთარ ფარცხალაძე ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზებაშია ბრალდებული
„ქვეყნის ისტორიაში იშვიათია მომენტები, როდესაც გადამწყვეტია მთელი ერის და ბერის, ქალის და კაცის, ახალგაზრდის და ასაკოვანის გამოსვლა და საკუთარი სიტყვის თქმა. თანამედროვე ისტორიაში ასეთი დღე, ალბათ, მხოლოდ დამოუკიდებლობის რეფერენდუმი იყო“, - განაცხადა პაპუაშვილმა მცხეთაში, წინასაარჩევნო შეხვედრის დროს და დაამატა, რომ მესამედი საუკუნის თავზე, 26 ოქტომბერს, ერის ცხოვრებაში კიდევ ერთხელ დადგება გადამწყვეტი მომენტი.
„როგორც 1991 წლის 31 მარტს, ახლაც ქუდზე კაცი უნდა გავიდეთ და ვთქვათ:
გვინდა ვმართოთ, თუ გვინდა, რომ გვმართონ?
გვინდა, ჩვენი ინტერესებით ვიმოქმედოთ, თუ სხვების ინტერესებს მივყვეთ?
გვინდა მშვიდობა და აღმშენებლობა, თუ გვინდა ომი და ნგრევა? გვინდა ღირსეულად გავაგრძელოთ საქართველოს ისტორია, თუ გვინდა ჩვენს შვილებს მხოლოდ წიგნებში ასწავლიდნენ, რომ „ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო“?
გვინდა მამული, ენა, სარწმუნოება, თუ გვინდა, რომ ქართველებს სხვები გვიხსნიდნენ, რას გულისხმობდა ილია?
სწორედ ამიტომ, 26 ოქტომბერი ჩვენი დამოუკიდებლობის მეორე რეფერენდუმია, სადაც ყველამ ვისაც თავზე ქუდი და მანდილი ახურავს, თავისი ღირსეული სიტყვა უნდა თქვას. მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით და კეთილდღეობით, ევროპისკენ“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
21 აგვისტოს „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში პირველი რეგიონული შეხვედრა მცხეთაში გაიმართა. ღონისძიებაზე, სადაც ადმინისტრაციული რესურსიც იყო მობილიზებული, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც გამოვიდა სიტყვით. ივანიშვილმა სპეციალურად მისი გამოსვლისთვის სცენაზე განცალკევებით დამონტაჟებული ტყვიაგაუმტარი მინებით შემოსაზღვრული ტრიბუნიდან ისაუბრა.
