ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) დაასრულა საქართველოს პარლამენტის 26 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად იმ პოლიტიკური პარტიების სარეგისტრაციო განაცხადების მიღება, რომლებსაც არჩევნების დანიშვნის დროისთვის არ ჰყავთ მათი წარდგენით არჩეული პარლამენტის წევრები.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 2 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 3 სასკოლო ფორმების გაყიდვა 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება - მისამართები და დეტალები
- 4 მეორედ მიმანიშნეს ჩემი 75 წლის მამის დაჭერაზე - ღარიბაშვილის მორიგი წერილი ციხიდან
- 5 აფხაზი ბლოგერის დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალი დააკავეს
- 6 პატიმრობაში მყოფი ირაკლი ღარიბაშვილი ბიძინა ივანიშვილს შანტაჟში ადანაშაულებს
ცესკოს რეგისტრაციის მოთხოვნით 28 პოლიტიკურმა გაერთიანებამ მიმართა, საიდანაც 9 უკვე რეგისტრირებულია. მათ შორისაა „საქართველოს ლეიბორისტული პარტია“, „გახარია საქართველოსთვის“ და ეკა ბესელიას პარტია „სამართლიანობისთვის“.
ცესკოს ინფორმაციით, 19 პოლიტიკური პარტია რეგისტრაციის პროცედურებს გადის. საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად პარტია ვალდებულია პარტიის მხარდამჭერთა სიის ნიმუშის მიღებიდან 60 დღის ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 1 აგვისტოსი, ცესკოს წარუდგინოს არჩევნებში პარტიის მონაწილეობის მხარდამჭერი არანაკლებ 25 000 ამომრჩევლის სია.
საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვთ იმ პარტიებს, რომლებიც რეგისტრირებული იყვნენ 2020 წლის საქართველოს პარლამენტის არჩევნებზე და ჰყავთ მათი წარდგენით არჩეული პარლამენტის წევრები. აღნიშნულ მოთხოვნას 13 პარტია აკმაყოფილებს:
- „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“
- „ლელო საქართველოსთვის“
- „გირჩი“
- „ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეები“
- „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“
- „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“
- „გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი“
- „კანონი და სამართალი“
- „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“
- „საქართველოს ევროპელი დემოკრატები“
- „საქართველოს რესპუბლიკური პარტია“
- „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“
- „პროგრესი და თავისუფლება“
აღნიშნულმა პარტიებმა, არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად, ცესკოს განცხადებით 30 აგვისტომდე უნდა მიმართონ.
