ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) კვლევის თანახმად, 2020-2022 წლებში აღმასრულებელის ხელისუფლების 394-მა თანამდებობის პირმა ან მისმა ოჯახის წევრმა მიიღო 27,8 მილიონ ლარის ღირებულების საჩუქარი. ხელისუფლებაში ყველაზე მეტი საჩუქარი მიიღეს ძალოვან უწყებებში დასაქმებულმა და საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამდებობის პირებმა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 სპეცრაზმი რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებს არბევს
- 4 „ქართული ოცნების“ დე-ფაქტო მთავრობა არალეგიტიმურია - ჰელსინკის კომისია
- 5 აქციაზე ტელეკომპანია „პირველის“ ჟურნალისტი მარიამ გაფრინდაშვილი დაშავდა
- 6 17 მოსამართლე: საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას ალტერნატივა არ აქვს
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხათუნა თოთლაძემ 2020-2022 წლებში ბებიისგან და დედისგან საჩუქრად მიიღო 1 359 416 ლარი.
ამავე სამინისტროს მეზობელი ქვეყნების სამმართველოს უფროსმა ლიანა ლატარიამ 2020-2021 წლებში მშობლებისგან მიიღო 804 765 ლარის ღირებულების საჩუქრები.
თავდაცვის სამინისტროს ხარისხის კონტროლისა და სამშენებლო ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა 2020 წელს მამისგან საჩუქრად მიიღო 200 ათასი დოლარის ღირებულების უძრავი ქონება;
შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილის მეუღლემ მშობლისგან საჩუქრად მიიღო 450 ათასი ლარის ღირებულების უძრავი ქონება.
გარემოს დაცვის სამინისტროს ჰიდრომელიორაციისა და მიწის მართვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ თეიმურაზ პაიჭაძემ, მშობლისგან 2020-2022 წლებში საჩუქრად მიიღო 230 ათასი აშშ დოლარის ღირებულების მიწის ნაკვეთები და ფულადი თანხა 5,4 ათასი აშშ დოლარი და 15,5 ათასი ლარი.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსს ლევან ჯღარკავას მშობელმა 2022 წელს აჩუქა უძრავი ქონების რეალიზებით მიღებული ფულადი თანხა 140 ათასი აშშ დოლარი.
გენერალური პროკურატურის პროკურორმა დედისგან საჩუქრად მიიღო უძრავი ქონების რეალიზებით მიღებული ფულადი თანხა 110 ათასი აშშ დოლარი;
საქართველოს კულტურის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა 2020 და 2021 წლებში მშობლისგან თითოეულ წელს საჩუქრად მიიღო ფულადი თანხა 50 ათასი აშშ დოლარი.
სოლიდური ფულადი საჩუქრების მიმღებ თანამდებობის პირებს შორის ვხვდებით საქართველოს პრემიერ-მინისტრს, რომელსაც 2020-2021 წლებში, მშობლებმა თითოეულ წელს აჩუქეს 150 ათასი ლარი (ჯამში 300 ათასი ლარი). დეკლარაციაში მითითებულია რომ აღნიშნული თანხა მშობლების დანაზოგია, თუმცა IDFI აღიშნავს, აღნიშნული დანაზოგის წარმომავლობა ბუნდოვანია.
თანამდებობის პირებმა საჩუქრების 90% (25.1 მლნ.) მიიღეს ოჯახის წევრებისგან/ახლო ნათესავებისგან, 8% (2.1 მლნ) ისეთი ნათესავებისგან რომელთაგან საჩუქრის მიღება შეზღუდულია კანონმდებლობით, ხოლო დანარჩენი 2% (0.6 მლნ) მეგობრებისგან, სამსახურიდან და სხვა წყაროდან.