შვიდი ოპოზიციური პარტია ითხოვს, „ქართულმა ოცნებამ“ ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსული კანონი უკან უპირობოდ გაიწვიოს. მათ ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ მმართველი პარტია ქართული საზოგადოებისა და საერთაშორისო პარტნიორების მოტყუებას ცდილობს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 Meta ფაქტების გადამოწმების პროგრამას წყვეტს
- 2 ვინ არის ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილი
- 3 ბაკურციხე-თბილისის გზაზე ავტოავარიის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
- 4 მოსკოვი მზადაა, რუსეთ-საქართველოს „ურთიერთობების ნორმალიზაცია“ გააგრძელოს
- 5 „შერატონის“ მენეჯერის თქმით, ქორიძესა და გახარიაზე თავდასხმის ჩანაწერები შსს-ს ჯერ არ ამოუღია
- 6 „ბო*იშვილი ვიყო, სისხლით დავიჭერ“ - ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე მზია ამაღლობელზე
„ქართული ოცნების“ წარმომადგენლების საჯარო განცხადებები რუსულ კანონში კოსმეტიკური ცვლილებებისა და ამ ანტისახელმწიფოებრივი, ანტიკონსტიტუციური, ანტიევროპული ინიციატივის შელამაზების შესახებ, წარმოადგენს ერთიანი და მტკიცე ქართული საზოგადოებისა და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების შეცდომაში შეყვანის მცდელობას.
ივანიშვილის ამ რუსული ინიციატივის გამო ფსიქოლოგიური და ფიზიკური ტერორის მსხვერპლი გახდა ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილი, კანონის მოწინააღმდეგეთა წინააღმდეგ ტერორში ჩართული არიან არა მხოლოდ სახელმწიფოს მიერ ორგანიზებული კრიმინალური ჯგუფები, არამედ შსს-ს საპოლიციო დანაყოფები.
პოლიტიკური რეპრესიები ივანიშვილმა ჩვენი ხალხის ყოველდღიურობად აქცია, საქართველოს საერთაშორისო იმიჯს უკვე მიადგა უმძიმესი ზიანი, ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური მომავალი დარტყმის ქვეშ დგას. ამიტომ
ჩვენ, დემოკრატიული ოპოზიცია რუსული კანონის შელამაზებულ ვერსიას არ მივიღებთ, ეს კანონი გაუმჯობესებას არ ექვემდებარება და უპირობოდ უკან უნდა იქნეს გაწვეული. საქართველოს ევროპული მომავლისთვის ვაგრძელებთ ერთიან წინააღმდეგობას რუსული კანონისა და რუსული რეჟიმის მიმართ“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ: „ლელო“, „ახალი“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „დროა“, „გირჩი - მეტი თავისუფლება“, რესპუბლიკური პარტია და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“.
13 მაისის კვირაში პარლამენტში „ქართული ოცნების“ რუსული კანონის მესამე მოსმენით განხილვაა დაგეგმილი. მმართველი პარტია აპირებს, კანონი 14 მაისის პლენარულ სხდომაზე მიიღოს.
როგორც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, 14-დან 28 მაისამდე პერიოდში, ვეტოს პროცედურის ფარგლებში, შესაძლებელია კანონთან დაკავშირებით პოზიციები შეჯერდეს. ჟურნალისტის შეკითხვას არის თუ არა „ქართული ოცნება“ მზად, კანონპროექტში ცვლილებები შეიტანოს, კობახიძემ უპასუხა: „რა თქმა უნდა. ისე რა აზრი აქვს დისკუსიას. მივიღებთ სამართლებრივ შენიშვნებს და ამის გაზიარებაზეა საუბარი“.
„ქართულმა ოცნებამ“, 2024 წლის 3 აპრილს, პარლამენტში ხელმეორედ დააინიცირა ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსული კანონი, რომელიც ერთი წლის წინ, მრავალათასიანი საპროტესტო აქციების შედეგად უკან გაიწვია და პირობა დადო, რომ მას აღარასდროს მიიღებდა. რუსული კანონი უცხოეთის აგენტებად რეგისტრაციას ავალდებულებს დამოუკიდებელ მედიას და არასამთავრობოებს, რომლებიც საერთაშორისო ფონდების საგრანტო მხარდაჭერით მუშაობენ და ხელისუფლება ან მასთან დაკავშირებული ჯგუფები ვერ აკონტროლებენ. 150-ზე მეტმა არასამთავრობო და მედიაორგანიზაციამ გაავრცელა განცხადება, რომ „ღირსების შემლახავ რეესტრში“არავითარ შემთხვევაში არ დარეგისტრირდებიან.