ოპოზიციის ლიდერები, რომლებმაც ღამე ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე აქციაზე გაათენეს, ამბობენ, რომ შემდგომი ნაბიჯების შესახებ განცხადებას დღეს, 19:00 საათზე გააკეთებენ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სამხარაძე: არაბმა პარტნიორებმა ინვესტიციების წინააღმდეგ კამპანიაზე რეაგირება გვთხოვეს
- 2 აბასთუმნის თავზე ფრენა აიკრძალა - რატომ ჩაკეტა სახელმწიფომ ცა იქ, სადაც ივანიშვილი ცხოვრობს
- 3 უცხოეთში მყოფ წვევამდელებს ჯარში გაწვევისას საქართველოში დაბრუნება მოუწევთ
- 4 საქართველო ევროპაში ბოლო ადგილზეა: პენსია ძირითადი ხარჯების მხოლოდ 22%-ს ფარავს
- 5 მეუფე ისაია უარყოფს, თითქოს კანდიდატურა მოსაყდრე შიოს სასარგებლოდ მოხსნა
- 6 პოლონეთში 5 თვის ჩვილის გარდაცვალების საქმეზე ნუგზარ ქავთარაშვილს ეძებენ
„ჩვენ გუშინ ვთქვით, რომ დავიწყეთ წინააღმდეგობის მოძრაობა. ეს არ არის ერთდღიანი, ორსაათიანი, სამსაათიანი. ჩვენ, ლიდერები - ლიდერებში ვგულისმობ იმ ხალხს, ვისაც გვაქვს პასუხისმგებლობა, თქვენგან მონიჭებული მანდატი - ვიდგებით აქ, უწვეტად, სულ ვიქნებით აქ, ყველაფერი იქნება ორგანიზებული, ყველაფერი იქნება ადგილზე, ფეხს არ მოვიცვლით აქედან.
7 საათზე მოვუწოდებთ საზოგადოებას, დიდი შეკრება გავაკეთოთ, რომ გაგაცნოთ შემდეგი გეგმები. მთელი დღის განმავლობაში რაც მეტი ადამიანი მოვა და ვისაუბრებთ, მით უკეთესი, მაგრამ 7 საათზე გელოდებით ყველას“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა.
განცხადება გააკეთა „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, ხატია დეკანოიძემაც. „გეგმა არის ასეთი: ვისაც გცალიათ - და მე მგონი, სამშობლოზე უკეთესი საქმე დღეს ჩვენ არ გვაქვს, ყველა უნდა მოხვიდეთ აქ. ჩვენ 7 საათზე, რაც შეიძლება ბევრი უნდა შევიკრიბოთ იმისთვის, რომ გავმართოთ პროტესტი, საინფორმაციო მიტინგი. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი და რა თქმა უნდა, არ უნდა დავკარგოთ ეს საკვანძო საპროტესტო, წინააღმდეგობის მუხტი“, - აღნიშნა მან.
17 ნოემბერს, 20:00 საათზე, ოპოზიციური გაერთიანებების „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობისა“ და „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ორგანიზებით, თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე 24-საათიანი უწყვეტი საპროტესტო აქცია დაიწყო. პროტესტს, რომლის მოთხოვნაც ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებაა, „გახარია საქართველოსთვის“ და „ძლიერი საქართველოს“ წევრებიც შეუერთდნენ. პროტესტის გამო გადაკეტილია ვარაზისხევი და ჭავჭავაძის გამზირი.
