„ქართული ოცნების“ პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, პოლიციის პოლკოვნიკი სულხან თამაზაშვილი წარადგინა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სტრასბურგის სასამართლომ გელა მთივლიშვილის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო
- 2 გლდანის ციხის ყოფილი დირექტორი დავით გოგობერიშვილი გარდაცვლილი იპოვეს
- 3 კობახიძე: სასურველი არ არის, მოსწავლემ პირველივე კურსიდან უცხოეთში განაგრძოს სწავლა
- 4 ბერლინში მოკლული ზელიმხან ხანგოშვილის ძმას და ნათესავებს გერმანია დაატოვებინეს
- 5 ღარიბაშვილის, ლილუაშვილის და ფარცხალაძის სახლებში ჩხრეკა ჩატარდა
- 6 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული 13 პირის ვინაობა ცნობილია
2024 წლის დეკემბერში სულხან თამაზაშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურთან და შსს-ს სხვა მაღალჩინოსნებთან ერთან, გაერთიანებულმა სამეფომ დაასანქცირა, როგორც ჟურნალისტებსა და მშვიდობიან მომიტინგეებზე ძალადობრივ თავდასხმაზე პასუხისმგებელი პირი. ამის შემდეგ ის მიხეილ ყაველაშვილმა ღირსების ორდენით დააჯილდოვა „კანონიერებისა და მართლწესრიგის განმტკიცებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის“.
„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ თამაზაშვილის წარდგენისას განაცხადა, რომ ის „ძალიან ღირსეულ კანდიდატია და „შინაგან საქმეთა სამინისტროში წლების მანძილზე ღირსეულად ემსახურებოდა ჩვენს სახელმწიფოს“.
„ის არის აჭარელი, აჭარაში დაბადებული, გაზრდილი და, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება მისი საქმიანობა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე. მას აქვს გამოცდილება, სათანადო უნარ-ჩვევები იმისთვის, რომ სათანადოდ წარმართოს მისი საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განვითარებასთან. ბევრი გამოწვევაა ჩვენ წინაშე და დარწმუნებული ვარ, რომ ამ გამოწვევებს სულხან თამაზაშვილი თავს საუკეთესოდ გაართმევს“, – განაცხადა კობახიძემ.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ბოლო 7 წლის განმავლობაში თორნიკე რიჟვაძე იყო. მან გადადგომის შესახებ 4 აპრილს, სოციალურ ქსელში დაწერა: „დროა სიახლის... ვრჩები „ქართული ოცნების“ ერთგულ ჯარისკაცად“.
პროცედურულად, ახლა სულხან თამაზაშვილის კანდიდატურას აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატების სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტმა უნდა დაუჭიროს მხარი.
