„ქართული ოცნების“ მიერ დანიშნულმა პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ღირსების ორდენით დააჯილდოვა ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური და პოლიციის სხვა ხელმძღვანელი პირები. ბოლო პერიოდში, ადამიანის უფლებების დარღვევის გამო, ისინი დიდმა ბრიტანეთმა, შეერთებულმა შტატებმა, ბალტიის ქვეყნებმა, ჩეხეთმა და უკრაინამ დაასანქცირეს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 Meta ფაქტების გადამოწმების პროგრამას წყვეტს
- 2 გერმანიამ საქართველოში მომიტინგეებზე ძალადობაზე პასუხისმგებელ 9 პირს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა
- 3 ვინ არის ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილი
- 4 ბაკურციხე-თბილისის გზაზე ავტოავარიის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
- 5 მოსკოვი მზადაა, რუსეთ-საქართველოს „ურთიერთობების ნორმალიზაცია“ გააგრძელოს
- 6 ორპარტიული „მეგობარი აქტი“ აშშ-ის კონგრესში ხელახლა წარადგინეს
სახელმწიფო ჯილდო შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს „კანონიერებისა და მართლწესრიგის განმტკიცებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის“ გადაეცათ.
„თქვენი დაუღალავი შრომა, სიფხიზლე და თავდადება უზრუნველყოფს ჩვენი შვილების კეთილ მომავალს. მშვიდობა, წესრიგის დაცვა და სტაბილურობა ფუნდამენტური მნიშვნელობისაა თითოეული სახელმწიფოსთვის. სწორედ ამაზე დგას ქვეყნის განვითარება, ეკონომიკური წინსვლა, სოციალური კეთილდღეობა, სრულფასოვანი განათლება, საჯარო სერვისების გამართული მუშაობა და ხელმისაწვდომობა.
ამიტომაა ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეების მიერ მიზანში ამოღებული წესრიგისა და სტაბილურობის, შესაბამისად სახელმწიფოებრიობის შერყევა. დარწმუნებული ვარ, მსგავსი მცდელობები მომავალშიც ისეთივე წარუმატებელი იქნება, როგორც აქამდე.
ვერავინ შეძლებს, შეარყიოს ქართველი ხალხის ნება, გავაგრძელოთ ძლიერი, ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული სახელმწიფოს მშენებლობა, სადაც დაცული იქნება ჩვენი ისტორია, კულტურა, სარწმუნოება, ოჯახური ღირებულებები და ეროვნული თვითმყოფადობა.
თქვენ ხართ ადამიანები, ვინც სირთულეების მიუხედავად, სრულფასოვნად ართმევთ თავს ქართული სახელმწიფოსა და ქართველი ხალხის მიერ დაკისრებულ მოვალეობას, დაიცვათ წესრიგი ქვეყანაში და ჩვენი თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება“, – განაცხადა ყაველაშვილმა.
„ქართული ოცნების“ მთავრობის ხელმძღვანელის, ირაკლი კობახიძისა და პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის წარდგინებით, ღირსების ორდენი გადაეცათ:
- ვიცე-პრემიერს, შინაგან საქმეთა მინისტრს, გენერალ-პოლკოვნიკი ვახტანგ გომელაურს;
- შინაგან საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეს, პოლიციის გენერალ-მაიორ შალვა ბედოიძეს;
- შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს, პოლიციის გენერალ-მაიორ იოსებ ჭელიძეს;
- შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს, პოლიციის პოლკოვნიკ გიორგი ბუთხუზს;
- შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს, პოლიციის პოლკოვნიკ ალექსანდრე დარახველიძეს;
- შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორს, პოლიციის პოლკოვნიკ ზვიად ხარაზიშვილს;
- შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორს, პოლიციის პოლკოვნიკ სულხან თამაზაშვილს;
- შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორს, პოლიციის პოლკოვნიკ ვაჟა სირაძეს;
- შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორს, პოლიციის პოლკოვნიკ თეიმურაზ კუპატაძეს;
- შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს, პოლიციის პოლკოვნიკ მილერი ლაგაზაურს;
- შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს, პოლიციის პოლკოვნიკ მირზა კეზევაძეს.
დიდმა ბრიტანეთმა და აშშ-მა ვახტანგ გომელაური 2024 წლის 19 დეკემბერს დაასანქცირეს, 20 დეკემბერს კი, ირაკლი კობახიძემ ის ვიცე-პრემიერის თანამდებობაზე დააწინაურა. გარდა ამისა, კობახიძემ თქვა, რომ შსს-ს მაღალჩინოსნებს ღირსების ორდენებს გადასცემდნენ, რაც იქნებოდა პასუხი არა მხოლოდ სანქციებზე, არამედ მათ „ღირსებაზე და ჰუმანურობაზე“.