საქართველოს არალეგიტიმურმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ვიცე-პრემიერის თანამდებობაზე დანიშნა შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, რომელსაც გუშინ, 19 დეკემბერს, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და გაერთიანებულმა სამეფომ სანქციები დაუწესეს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 2 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 3 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 4 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 5 სასკოლო ფორმების გაყიდვა 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება - მისამართები და დეტალები
- 6 მეორედ მიმანიშნეს ჩემი 75 წლის მამის დაჭერაზე - ღარიბაშვილის მორიგი წერილი ციხიდან
დღეიდან „ქართული ოცნების“ მთავრობის შემადგენლობაში სამი ვიცე-პრემიერი იქნება - პირველი ვიცე-პრემიერის უფლებამოსილებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი ასრულებს, ხოლო ვიცე-პრემიერია თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი.
აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა ვახტან გომელაურის დასანქცირების გადაწყვეტილება კოორდინირებულად მიიღეს. ამ სახელმწიფოების მთავრობები სწორედ გომელაურს აკისრებენ პასუხისმგებლობას მშვიდობიანი მომიტინგეების დარბევასა და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობაში.
შეერთებული შტატების ხაზინის დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისმა (OFAC) გომელაურს სანქციები გლობალური მაგნიტსკის აქტის მეშვეობით დაუწესა. 2016 წლის დეკემბერში ამოქმედებული გლობალური მაგნიტსკის ადამიანის უფლებათა ანგარიშვალდებულების აქტი აშშ-ს აღმასრულებელ ხელისუფლებას საშუალებას აძლევს, მიზანმიმართული სანქციები დაუწესოს უცხო ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებზე ან სერიოზულ კორუფციულ ქმედებებზე.
მაგნტისკის აქტით ასევე დასანქცირებულები არიან შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორი ზვიად ხარაზიშვილი („ხარება) და მისი ორი მოადგილე, მილერი ლაგზაური და მირზა კეზევაძე. აშშ-ში მათი აქტივები და ქონებრივი ინტერესები გაიყინება და შეერთებულ შტატებში შესვლა აეკრძალებათ. გარდა ამისა, ფინანსური ინსტიტუტები და სხვა პირები, რომლებიც ეწევიან გარკვეულ ტრანზაქციებს ან საქმიანობას სანქცირებულებთან, შესაძლოა ასევე დაექვემდებარონ აშშ-ის სანქციებს.
გაერთიანებული სამეფოს მთავრობის მიერ ვახტანგ გომელაურისა და შსს-ს კიდევ 4 მაღალჩინოსთვის დაწესებული სანქციები ითვალისწინებს დიდ ბრიტანეთში მოგზაურობის აკრძალვას და აქტივების გაყინვას.
ბოლო სამი კვირის განმავლობაში ვახტანგ გომელაურს სანქციები დაუწესეს უკრაინამ, ლიეტუვამ და ესტონეთმაც. ამ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით მას კომენტარი არ გაუკეთებია.
