ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა გამოაქვეყნა საქართველოს იმ თანამდებობის პირთა ჩამონათვალი, ვისაც ლიეტუვამ სავიზო სანქციები დაუწესა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 2 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 3 სასკოლო ფორმების გაყიდვა 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება - მისამართები და დეტალები
- 4 მეორედ მიმანიშნეს ჩემი 75 წლის მამის დაჭერაზე - ღარიბაშვილის მორიგი წერილი ციხიდან
- 5 აფხაზი ბლოგერის დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალი დააკავეს
- 6 პატიმრობაში მყოფი ირაკლი ღარიბაშვილი ბიძინა ივანიშვილს შანტაჟში ადანაშაულებს
კერძოდ, ლიეტუვის ტერიტორიაზე ვეღარ შევლენ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, შინაგან საქემთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეები შალვა ბედოიძე, იოსებ ჭელიძე, ალექსანდრე დარახველიძე და გიორგი ბუთხუზი, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორი ზვიად ხარაზიშვილი და მისი მოადგილეები - მილერი ლაგაზაური და მირზა კეზევაძე, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ვაჟა სირაძე, კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი თეიმურაზ კუპატაძე.
როგორც გაბრიელიუს ლანდსბერგისი წერს, ჩამოთვლილ პირებს ეკისრებათ პასუხისმგებლობა ადამიანის უფლებების დარღვევაზე.
გუშინ, 1-ელ დეკემბერს, ბალტიის სამი ქვეყნის, ლიეტუვის, ესტონეთისა და ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა განცხადება გაავრცელეს, სადაც ნათქვამი იყო, რომ შეთანხმდნენ ეროვნული სანქციების დაწესებაზე მათ წინააღმდეგ, ვინც საქართველოში ლეგიტიმური საპროტესტო აქციები ჩაახშო.
