11 ქართველ ოფიციალურ პირს, მათ შორის „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურსა და სპეცრაზმის უფროსს, ზვიად ხარაზიშვილს (იგივე „ხარებას“) სავიზო სანქციები ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმაც დაუწესა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 საპატრულო პოლიციამ შშმ პირს მანქანაში ჩააფსმევინა, შსს-ს 10 ათასის გადახდა დაეკისრა
- 2 283 ქოთანი და 7 კგ გამომშრალი მარიხუანა - დიზაინერ რატი რატიანს 15 წელი მიუსაჯეს
- 3 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 4 სოხუმი მასშტაბური ენერგოკოლაფსის მიზეზად ენგურჰესზე მომხდარ ავარიას ასახელებს
- 5 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 6 სამტრედიაში მშენებლობაზე 21 წლის დავით კიკვაძე დაიღუპა, ქუთაისში 30 წლის გივიკო გურეშიძე
მარგუს ცაჰკნას განცხადებით, აღნიშნულ პირებს ესტონეთში შესვლა აეკრძალათ საქართველოში კანონიერი საპროტესტო აქციების აგრესიული ჩახშობის გზით ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევაში მონაწილეობის გამო.
„ქართველ ხალხს უნდა შეეძლოს საკუთარი უფლებების დაცვა, რადგან მმართველი პარტია დიდი ხნის განმავლობაში სისტემატურად ატყუებდა ქართველებს და ხალხს აქვს უფლება, გამოხატოს თავისი გრძნობები პროტესტის მეშვეობით. აქციის მონაწილეების მიმართ ძალადობა არაპროპორციულია და ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებებს“, - აღნიშნა მარგუს ცაჰკნამ.
ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ბიძინა ივანიშვილი საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკის არქიტექტორად მიიჩნევა და ამიტომ არის პასუხისმგებელი ქვეყანაში პროდასავლური პირების რეპრესიებზე.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვა მაღალჩინოსნებს შორის, ვისაც ესტონეთმა სანქციები დაუწესა, არიან შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეები შალვა ბედოიძე, იოსებ ჭელიძე, ალექსანდრე დარახველიძე და გიორგი ბუთხუზი, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორი ზვიად ხარაზიშვილი და მისი მოადგილეები - მილერი ლაგაზაური და მირზა კეზევაძე, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ვაჟა სირაძე, კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი თეიმურაზ კუპატაძე.
აღნიშნულ პირებს სავიზო შეზღუდვები ლიეტუვამ და ლატვიამაც დაუწესეს.
