დაბა ადიგენში, 8 მარტს, ადგილობრივ მუსლიმებს პარასკევის ლოცვის ჩატარების საშუალება არ მისცეს. სახლთან, რომელიც იუსუფ მიქელაძის საკუთრებაშია, მართლმადიდებელი ეკლესიის ადგილობრივი ეპარქიის სასულიერო პირები და მრევლი მივიდნენ. ისინი იუსუფ მიქელაძეს გარეთ გამოსვლას აიძულებდნენ, ემუქრებოდნენ და აგინებდნენ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
ადგილზე მობილიზებულმა პოლიციელებმა ჟურნალისტებს ეზოში შესვლის და მუშაობის საშუალება არ მისცეს. ტელეკომპანია TOK TV-ის ინფორმაციით, მოსახლეობის ნაწილი შენობაში მუსლიმთა სალოცავის გახსნას აპროტესტებდა.
„შენ ვინ ოხერი ხარ? გამოეთრიე, ხალხს ელაპარაკე, შე ახვარო კაცო, შენ. გაგიხევ სახეს, შე ნაგლო კაცო, შენ. დედას ვფიცავარ, თუ არ დაგტოვო კოჭლი სამუდამოდ. გამოეთრიე გარეთ. ეს შენი სახლი არ გეგონოს. შენი ვერასდროს ვერ იქნება, ვერასდროს. შენ რა გგონია, აქ იქნები?“ - მიმართავდა მართლმადიდებელი სასულიერო პირი იუსუფ მიქელაძეს.
მასთან ერთად მყოფი პირები ამბობდნენ, რომ სახლი „ქართველი ხალხის, ქრისტიანების“ იქნება.
გაღიზიანებული ხალხის დაწყნარება ადიგენის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქიმაძემ სცადა. მისი თქმით, სახლი „დაიკეტება და იქ ლოცვა აღარ იქნება.“
„ეს არის ჩვენი ძალიან დიდი სურვილი, რომ ეს ესე იყოს. ჩვენ არავის ხელს არ ვუშლით, უნდა ილოცონ, მაგრამ ერთი რამ არის - აქ ყოველგვარი კანონის დარღვევით არის გახსნილი ეს მეჩეთი. ამაზე არის თქვენი მღელვარება. მე თქვენიც მესმის“, - განაცხადა მერმა.
მისი თქმით, „ეს საქმე“ ძალიან დიდი ხანია გრძელდება, ხელისუფლება მუშაობს და გარკვეულ შეთანხმებამდეც არიან მისული.
„გუშინ შევხვდი ამ ბატონებს. საათ-ნახევარი ვისაუბრეთ. გვქონდა ასეთი შეთანხმება, რომ დღეს აქ უკვე ხალხი, მლოცველები, მუსლიმი თემი არ მოვიდოდა და იქნებოდა მარტო სახლის მეპატრონე და ერთ-ერთი მისი მოლა, რომელიც აქ ლოცვებს კითხულობდა. ეს პირობა ფაქტობრივად მათ შეასრულეს“, - განაცხადა გოჩა ქიმაძემ.
მერი ამბობს, რომ მუსლიმი თემის წარმომადგენლებს ორშაბათსაც შეხვდება. „რომ იცოდეთ, ორშაბათს ჩვენთან მოსალაპარაკებლად არ მოდიან. ორშაბათს მოდიან პასუხის სათქმელად, რომ ეს, რასაც გეუბნებით, იქნება, ასე რომ ვთქვათ, დოკუმეტურად გაფორმებული“, - უთხრა გოჩა ქიმაძემ შეკრებილებს.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ადიგენში ადგილობრივ მუსლიმ თემს დაუპირისპირდნენ. 2016 წელს მუსლიმებს თავს იმის გამო დაესხნენ, რომ ისინი სასაფლაოსთვის ცალკე ადგილის გამოყოფას ითხოვდნენ.