ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ოპოზიციური ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ დაიშალა. ფრაქცია 6 წევრს აერთიანებდა, რომლებმაც პარტიაც დატოვეს. მათი განმარტებით, პარტიის თავმჯდომარის არჩევნებში ისინი მხარს ნიკა მელიას უჭერდნენ, რის გამოც ახალმა ხელმძღვანელობამ გარიყა. დეპუტატები საკრებულოში დამოუკიდებელ წევრებად დარჩებიან.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 Meta ფაქტების გადამოწმების პროგრამას წყვეტს
- 2 ვინ არის ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილი
- 3 ბაკურციხე-თბილისის გზაზე ავტოავარიის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
- 4 „შერატონის“ მენეჯერის თქმით, ქორიძესა და გახარიაზე თავდასხმის ჩანაწერები შსს-ს ჯერ არ ამოუღია
- 5 მოსკოვი მზადაა, რუსეთ-საქართველოს „ურთიერთობების ნორმალიზაცია“ გააგრძელოს
- 6 „ბო*იშვილი ვიყო, სისხლით დავიჭერ“ - ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე მზია ამაღლობელზე
„გასულ წელს, პარტიაში თავმჯდომარის არჩევნები რომ ჩატარდა, ახალციხის რაიონული ორგანიზაცია მხარს ნიკა მელიას უჭერდა. ახალი თავმჯდომარის [ლევან ხაბეიშვილის] არჩევის შემდეგ, პარტიის ხელმძღვანელობას 7 თვის განმავლობაში ჩვენთან არანაირი კომუნიკაცია არ ჰქონია. ჩვენს რეგიონში რამდენჯერმე იმყოფებოდნენ, მაგრამ ახალციხეში არ მოვიდნენ. პარტიის ყრილობაზეც კი არ მიგვიწვიეს“, - ამბობს ფრაქციის ყოფილი თავმჯდომარე დავით ახალკაცი.
ლევან ხაბეიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ მიმდინარე წლის იანვარში აირჩიეს. არჩევნებში პარტიის მოქმედი თავმჯდომარე ნიკა მელიაც მონაწილეობდა, რომელიც დამარცხდა.
პარტიის თავმჯდომარედ ხაბეიშვილის არჩევის შემდეგ „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვეს პარლამენტის წევრებმა ხატია დეკანოიძემ და რომან გოცირიძემ.
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სულ სამი ფრაქცია იყო რეგისტრირებული - „ქართული ოცნება“, „ნაციონალური მოძრაობა“ და „ახალციხე საქართველოსთვის“.
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 38 წევრი ჰყავს.
ახალციხის საკრებულოს მიერ, „საქართველოს ამბებისთვის“ 2023 წლის მარტში მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, მოქმედ საკრებულოში არცერთ ფრაქციას არ წარუდგენია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტები; არცერთ ფრაქციას არ მოუთხოვია დროებითი სამუშაო ჯგუფის შექმნა; არცერთ ფრაქციას საკრებულოს მიერ შექმნილი ორგანოებისა და საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებული თანამდებობის პირებისთვის შეკითხვები არ გაუგზავნია; საკრებულოს რიგგარეშე სხდომა ფრაქციების მიერ არ მოწვეულა.
2022 წელს ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციების თავმჯდომარეებისა და მათი მოადგილეებისთვის ხელფასის სახით ადგილობრივი ბიუჯეტიდან დახარჯულია 290 712 ლარი, სამივლინებო და საწვავის ხარჯებისთვის 38 090 ლარი, ჯამში 328 802 ლარი.
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს ერთდროულად 7 მოადგილე ჰყავს. თითოეული მათგანის ყოველთვიური ხელფასი 1760 ლარია.