თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძემ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და წინასწარ პატიმრობაში დატოვა პროევროპულ აქცებზე ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული 11-ვე პირი. დღევანდელი პროცესი დაახლოებით 8 საათი გაგრძელდა, გადაწყვეტილების გამოცხადებას დარბაზში პროტესტი მოჰყვა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სამხარაძე: არაბმა პარტნიორებმა ინვესტიციების წინააღმდეგ კამპანიაზე რეაგირება გვთხოვეს
- 2 აბასთუმნის თავზე ფრენა აიკრძალა - რატომ ჩაკეტა სახელმწიფომ ცა იქ, სადაც ივანიშვილი ცხოვრობს
- 3 უცხოეთში მყოფ წვევამდელებს ჯარში გაწვევისას საქართველოში დაბრუნება მოუწევთ
- 4 საქართველო ევროპაში ბოლო ადგილზეა: პენსია ძირითადი ხარჯების მხოლოდ 22%-ს ფარავს
- 5 მეუფე ისაია უარყოფს, თითქოს კანდიდატურა მოსაყდრე შიოს სასარგებლოდ მოხსნა
- 6 პოლონეთში 5 თვის ჩვილის გარდაცვალების საქმეზე ნუგზარ ქავთარაშვილს ეძებენ
პატიმრობაში რჩებიან მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე და იუმორისტი ონისე ცხადაძე, ასევე, რეზო კიკნაძე, გურამ მირცხულავა, ლუკა ჯაბუა, ჯანო არჩაია, რუსლან სივაკოვი, ვალერი თეთრაშვილი, გიორგი ტერიშვილი, ირაკლი ქერაშვილი და სერგეი კუხარჩუკი.
მოსამართლე ჯაჭვაძემ პროკურატურის კიდევ ერთი შუამდგომლობა გაითვალისწინა და 16 იანვარს ჩანიშნული წინასასამართლო სხდომა 5 მარტისთვის გადადო.
პროკურატურა 11-ვე დაკავებულს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში სდებს ბრალს, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
ხვალ სასამართლო კიდევ რვა დაკავებულის - ნიკოლოზ ჯავახიშვილის, თორნიკე გოშაძის, ირაკლი მიმინოშვილის, ზვიად ცეცხლაძის, ვეფხვია კასრაძის, ვასილ კაძელაშვილის, გიორგი გორგაძისა და ინსაფ ალიევის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საკითხს განიხილავს.
ამ თემაზე:
პუტინის ტაშს აქედან ტაშით რომ არ ვპასუხობთ, მაგისთვის ვისჯებით? - რეზო კიკნაძე სასამართლოში
