„ალტ ინფომ“ ლევან ბერძენიშვილს ყვარელში ილია ჭავჭავაძის შესახებ ლექცია არ ჩაატარებინა

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

ყვარლის ევროკლუბის ფოტო

„კონსერვატიული მოძრაობა/ალტ ინფოს“ წევრებმა, დაახლოებით 20-მა ადამიანმა, 15 იანვარს, ყვარელში, ლევან ბერძენიშვილს საჯარო ლექციის - „ილია, ჩვენი ევროპელი მამა“ ჩატარების საშუალება არ მისცეს.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

პრორუსული პარტიის წარმომადგენლებმა „ყვარლის ევროკლუბთან“ მისასვლელი გზა გადაკეტეს და ლევან ბერძენიშვილი შენობაში არ შეუშვეს. აქციის მონაწილეები ყვიროდნენ, რომ „ლევან ბერძენიშვილი მოღალატეა და ერეკლე მეფის შეურაცხყოფის გამო, კახეთი არ მიიღებს“.

„ჩვეულებრივი მოღალატე ხარ! ქართველი ერის წამბილწველი ხარ! შე არაკაცო, შენა. რატომ მიაყენე ერეკლე მეფეს შეურაცხყოფა? არაკაცი ხარ შენ, ნაძირალა და მოღალატე! გაიგე?“, - ამბობდა „ალტ ინფოს“ თელავის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გიორგი კარჭაული. 

„მოშორდი და წადი აქედან! კახეთი არ მიგიღებს და არ მოგისმენს შენ. ერეკლე მეფის შეურაცხმყოფელს და დავით აღმაშენებლის შეურაცხმყოფელს არ მიგიღებს კახეთი. შენ არ ხარ ის კაცი, რომ კახელებისგან მოსასმენი იყო. არ ხარ შენ ის კაცი, რომ ქართველებმა პატივი გცენ. შენ ხარ ჩვეულებრივი მოღალატე, ერეკლე მეფის შეურაცხმყოფელი, სიწმინდეების მაგინებელი, პატრიარქის შეურაცხმყოფელი ხარ შენ. შე არაკაცო შენა! გაეთრიე და წადი აქედან!  შენ საფლავზე დაგაფსამს ყოველი ქართველი რომ მოკვდები. აქ ჩამოდიხარ ახლა, რომ ჩვენი შთამომავლობა, მომავალი თაობა გინდა, რომ წაბილწო. რაო გრანტი გინდა მიიღო ბავშვების წაბილწვაში?! ჩემ ფეხებს მიიღებ! ვერ მიიღებ“.

ადგილზე მყოფ რამდენიმე პოლიციელს გზის გათავისუფლება არც უცდია. „მარტო ტელევიზორში ხარ მაგარი? გადმოდი აბა, რა ბიჭი ხარ“, - მიმართავდნენ აქციის მონაწილეები ბერძენიშვილს.

„მანქანიდან რომ ჩამოვსულიყავი, არაფერს გამოვრიცხავ იმიტომ, რომ საკმაოდ აგრესიულად იყვნენ განწყობილები. პოლიციელები მშვიდად უყურებდნენ ამ მოვლენას, ჩემთან არცერთი არ მოსულა. მცდელობა, რომ გავეტარებინე, კორიდორი შეექმნათ, ასეთი რამ არ ყოფილა.

ხელისუფლება, რომელიც ამას აკეთებს, თავისთავად განწირულია, მაგრამ მცელობა მაინც უნდა ჰქონდეს, რომ მოქალაქეს მიეცეს საშუალება, ლექცია წაიკითხოს. ბოლოს და ბოლოს, მე კაცის მოსაკლავად ხომ არ ვიყავი ჩასული?! უნდა მეთქვა ილია ჭავჭავაძეს რა დამსახურება აქვს. სხვათა შორის, შეიძლება ისიც მეთქვა, ილია ჭავჭავაძე რას ფიქრობდა ტრაქტატზე - მაგალითად, რომ ამბობდა, საქართველოს სიკვდილი იყოო ეგ და მე მაგ საქმეში, მაგის ზეიმში მონაწილეობას არ მივიღებო. რატომ მიკრძალავს მე რუსული ორგანიზაცია საქართველოში ნომერი პირველი ქართველი პატრიოტის შესახებ ლექციის წაკითხვას?

ამაზე უნდა იფიქროს  ხელისუფლებამ... იქნებ ილია ჭავჭავაძესაც სცენ პატივი, იმიტომ, რომ ჩემს გარდა დღეს ხომ ისიც დაზარალდა“, - განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა ტელეკომპანია „პირველთან“ ინტერვიუში.

ბერძენიშვილის აზრით, „ქართული ოცნება“ ფიქრობს, რომ მის მიმართ ზიზღი მმართველი პარტიისთვის ელექტორალური თვალსაზრისით მომგებიანია.

„ეტყობა, ახლა ასე აპირებენ, შეარჩიონ ცალკეული მოქალაქეები, დანერგონ მათ მიმართ ზიზღი და ამით გაახარონ მათი ამომრჩევლები. ვისაც უხარია, რომ ლექციები არ ჩატარდება თელავში, ყვარელში თუ საგარეჯოში  და სამაგიეროდ, ეს უწიგნური ხალხი ქუჩაში რაღაცებს დაიძახებს, მე იმ ხალხის არ მჯერა. არ მჯერა „ქართული ოცნების“ ამომრჩევლების, ვისაც ასეთი საქციელი მოსწონთ. მემგონი, ისინი ხელისუფლებზე უარესნი არიან და ეს ხელისუფლება იმიტომ არის, რომ ასეთი ამომრჩევლები ჰყავს. „ქართული ოცნების“ ამომრჩევლები არ აპროტესტებენ ასეთ რამეს, არ ამბობენ, რომ ჩვენ არ მოგვწონს, მაგრამ უნდა ჰქონდეს უფლება, რომ წაიკითხოს ლექცია. მათ მოსწონთ ეს საქციელი და ვისაც მოსწონთ, სულ ყველა, თუნდაც მეტი განათლება ჰქოდეთ, „ალტ ინფოსთან“ ერთად არიან და ერთნაირად მიუღებელნი არიან ჩემთვის. შეიძლება გაიზარდოს იმ ადამიანთა რიცხვი, ვისაც არ მოვეწონო, მაგრამ მე მახსოვს საქართველოში სხვა ადგილებიც იყო, სადაც მეუბნებოდნენ, რომ ვერასოდეს ვერ ჩავალ და სადაც ახლა ჩავდივარ და ლექციებს ვატარებ. თავის დროზე, ასევე ჩავალ თელავშიც, ყვარელშიც და ჩავატარებ ლექციებს, სანამ ცოცხალი ვიქნები. ამის იმედი მაქვს“.

„ყვარლის ევროკლუბმა“ ლევან ბერძენიშვილის საჯარო ლექცია ათი დღით ადრე, Facebook-ის საშუალებით დაანონსა. ევროკლუბის დამფუძნებლის, ნიკა გურინის თქმით, ლექციას ბევრი ბავშვი ელოდა, თუმცა „სხვადასხვა რაიონიდან ჩამოყვანილების“ მიერ მოწყობილი პიკეტის შემდეგ, უსაფრთხოების მიზნით, შეხვედრის გაუქმება მოუწიათ.

„რესპუბლიკური პარტიის“ დამფუძნებელმა, ფილოლოგმა და ლიტერატურათმცოდნე ლევან ბერძენიშვილმა 2022 წლის მაისში, ქართლ-კახეთის მეფე ერეკლე მეორე 1783 წელს რუსეთთან გეორგიევსკის ტრაქტატის გაფორმების გამო გააკრიტიკა. ბერძენიშვილმა ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა: „სანამ ერეკლე მეფე მოღალატედ არ არის გამოცხადებული, მანამდე ირაკლი ღარიბაშვილი გამოვა და „ომი გინდათ?!“. ხო, ერეკლემაც ეგ თქვა, რა - აბა, ომი გინდათო, კაცო. მეომარი კაცი იყო, 80 ომი მოიგო. მე არ მინდოდა ომი, არავის არ გვინდოდა, მაგრამ რომ ჩააბარა მთელი საქართველო, როცა მარტო კახეთს აკონტროლებდა, ვინ მისცა მაგის უფლება? ხომ დაუწერა საკუთარმა შვილთაშვილმა - ვინ მოგცა ნებაო. არ მოუსმინეს. ბარათაშვილს არ უსმენენ“.

28 მაისს თელავში, ერეკლე მეორის სასახლესთან „მეფის დასაცავად“ აქციაც გაიმართა, რომელის მონაწილეთა უმრავლესობა თელავის სახელმწიფო თეატრის თანამშრომლები, „ალტ ინფოს“ აქტივისტები და საჯარო მოსამსახურეები იყვნენ.

 

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.