პარტია „კონსერვატიული მოძრაობა/ალტ ინფოს“ გაუქმების შემდეგ, პრორუსული ძალის წარმომადგენლები საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას „ქართული იდეის“ საშუალებით გეგმავენ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სუს-მა მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის მოადგილე ქრთამის აღების ბრალდებით დააკავა
- 2 რუსეთი კვლავ უკრაინის „დემილიტარიზაციას“ და ნეიტრალურ სტატუსს ითხოვს
- 3 „რესი“: თბილისმა აღაიარა ის, რასაც სამხრეთ ოსეთსა და რუსეთში ამდენი წელი ელოდნენ
- 4 კიევზე რუსეთის მასირებული შეტევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა
- 5 1920 წელს რუსეთის არმია შემოიჭრა და აზერბაიჯანი დაიპყრო, სახელმწიფო წაგვართვეს – ალიევი
- 6 სომხეთში რუსეთის მიერ ძებნილი საქართველოს მოქალაქე დააკავეს
დღეს, „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან გამართულ აქციაზე, „ალტ ინფოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ მახარაძემ განაცხადა, რომ პარტია „ქართული იდეა“ საჩუქრად მიიღეს.
„ბატონმა ლევან ჩაჩუამ და მისმა თანამებრძოლებმა მოგვცეს, გვაჩუქეს თავისი პარტია. ამ პარტიას წინა არჩევნებში მონაწილეობა აქვს მიღებული და რეგისტრაცია გავლილი აქვს. დიდი მადლობა ბატონ ლევან ჩაჩუას, მის თანამებრძოლებს, რომლებმაც ასეთი ნაბიჯი გადადგეს“, - განაცხადა მახარაძემ.
მომდევნო კვირაში „ქართული იდეის“ ყრილობა გაიმართება, სადაც მას სახელს შეუცვლიან და პარტიის ახალ თავმჯდომარეს აირჩევენ. „ალტ ინფოს“ წარმომადგენლები ამბობენ, რომ თუ ხელისუფლება მათ მაინც არ მისცემს მოახლოებულ არჩევნებში მონაწილეობის უფლებას, ხალხს ქუჩაში გამოიყვანენ, დაბლოკავენ მაგისტრალებსა და რკინიგზას, ქვეყნის პარალიზებას მოახდენენ.
„ჩვენ აუცილებლად უნდა მოვიდეთ პარლამენტში, 20 კაცით მაინც თუ უფრო მეტით არა, რათა შევქმნათ პოლიტიკური ამინდი და არ ვიყოთ ასე - მხოლოდ ქუჩაში, მიტინგზე და მხოლოდ „ფეისბუქში“. უნდა მოვიდეთ და დავამყაროთ ჩვენი ეროვნულ-ქრისტიანული დღის წესრიგი“, - განაცხადა ჰომოფობიური აქციების ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, გურამ ფალავანდიშვილმა.
პარტიების რეესტრის ამონაწერის მიხედვით, ასევე პრორუსული, ანტიდასავლური და ჰომოფობიური გზავნილებით გამორჩეული პოლიტიკური გაერთიანება „ქართული იდეა“ 2014 წელს არის რეგისტრირებული.
„კონსერვატიული მოძრაობა/ალტ ინფო“, რომელიც საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ პოლიტიკურ პარტიად დაახლოებით სამი წლის წინ დაარეგისტრირა, ამავე უწყების გადაწყვეტილებით 8 აპრილს გაუქმდა. საჯარო რეესტრმა პარტიის რეგისტრაციის კანონიერება ანტიკორუფციული ბიუროს 3 აპრილის მიმართვის საფუძველზე შეისწავლა და დაადგინა, რომ 2021 წლის 6 დეკემბერს, „კონსერვატიული მოძრაობა/ალტ ინფოს“ ხელმძღვანელობის მიერ რეგისტრაციის მიზნით წარდგენილი სადამფუძნებლო დოკუმენტაცია არ აკმაყოფილებდა კანონით დადგენილ მოთხოვნებს. კერძოდ, წესდება ყრილობის მიერ არ იყო დამტკიცებული.
„კონსერვატიული მოძრაობა/ალტ ინფო“ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას გეგმავდა და ამ მიზნით, მარტის ბოლოს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 50 ათასზე მეტი მხარდამჭერის ხელმოწერა წარადგინა. ცესკომ 25 119 ხელმოწერა ნამდვილად ჩაითვალა, რაც პარტიის საარჩევნო სუბიექტად რეგისტრაციისთვის საკმარისი იყო.
