ცესკომ პრორუსული პარტია „ალტ ინფო“ საარჩევნო სუბიექტად დაარეგისტრირა

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

პრორუსული, ჰომოფობიური პარტია „კონსერვატიული მოძრაობა/ალტ ინფო“ საარჩევნო სუბიექტად დარეგისტრირდა და 26 ოქტომბერს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„ალტ ინფომ“, არჩევნებში მონაწილეობის უფლების მოსაპოვებლად, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 50 ათასზე მეტი ამომრჩევლის ხელმოწერა მარტის ბოლოს წარადგინა. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, კონსტანტინე მორგოშიას მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტიდან ირკვევა, რომ 25 119 ხელმოწერა ნამდვილად ჩაითვალა, რაც პარტიის საარჩევნო სუბიექტად რეგისტრაციისთვის საკმარისია.

„სისტემური ზეწოლის პირობებში, „კონსერვატიულმა მოძრაობა/ალტ-ინფომ“ საარჩევნო რეგისტრაცია წარმატებით გაიარა და 2024 წლის არჩევენებში მონაწილეობის მისაღებად საარჩევნო სუბიექტის სტატუსი მოიპოვა. გილოცავთ თანამბერძოლებო, ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც ნდობა გამოგვიცხადა. წინ დიდი გამარჯვება გველოდება“, - განაცხადა მორგოშიამ.

„ალტ ინფომ“ პარტია 2021 წლის ბოლოს დააფუძნა. იმავე წლის 5 ივლისს ძალადობრივმა ჯგუფმა „თბილისი პრაიდის“ მიერ დაანონსებული „ღირსების მარშის“ წინააღმდეგ აქცია დააორგანიზა, რომელიც ჟურნალისტებსა და სამოქალაქო აქტივისტებზე მასშტაბურ ძალადობაში გადაიზარდა. ორი წლის შემდეგ, 2023 წლის ივლისში, „ალტ ინფომ“ კერძო ტერიტორიაზე დაგეგმილი „პრაიდის ფესტივალიც“ ჩაშალა. ძალადობის ორგანიზატორები პასუხისგებაში არ მიუციათ.

2023 წლის ბოლოს, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების შემდეგ, „ალტ ინფოს“ წევრებმა და მხარდამჭერებმა ევროკავშირის დროშების დაწვის კამპანია დაიწყეს.

„ალტ ინფო/კონსერვატიულმა მოძრაობამ“ 2022 წელს შემოწირულებების სახით 577 034 ლარი მიიღო, 2023 წელს - 36 634, ხოლო მიმდინარე წელს - 1045 ლარი. პარტია სასამართლოს მიერ 217 482 ლარით არის დაჯარიმებული არაფულადი შემოწირულების დამალვის გამო. „ალტ ინფო“ ტელევიზიასაც ფლობს, რომელსაც კონსტანტინე მორგოშიას პენსიონერი მამიდა ყოველთვიურად ასობით ათასი ლარით აფინანსებს.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.