პრორუსული, ძალადობრივი პარტია „კონსერვატიული მოძრაობა/ალტ ინფოს“ მხარდამჭერი ბლოგერი ბექა ვარდოსანიძე ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გადაიყვანეს. როგორც სუს-ში განმარტავენ, ვარდოსანიძე მოწმის სახით იკითხება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რუსეთი ალეკო ელისაშვილს დაუსწრებლად ასამართლებს უკრაინაში ბრძოლისთვის
- 2 როგორ დაგეგმეს ლევან ჯანგველაძის შეკვეთილი მკვლელობა - პროკურატურამ 5 პირს ბრალი წარუდგინა
- 3 „ქართულმა ოცნებამ“ 63 მუნიციპალიტეტში მერობის კანდიდატები წარადგინა
- 4 სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში: „ტიტუშკები“, თავდასხმები მედიაზე და დაუსჯელობა
- 5 მნიშვნელოვანია, საქართველოს ხელისუფლების აღიარება საქმედ იქცეს – ზახაროვა აგვისტოს ომზე
- 6 პაპუაშვილის თქმით, მზია ამაღლობელის საქმეზე გამოტანილი განაჩენი „ელჩების სინდისზეა“
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, კომპლექსურად ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებებით დგინდება, რომ დროის გარკვეული ინტერვალით, ბექა ვარდოსანიძის სარგებლობაში არსებული ელექტრონული ფოსტიდან სხვადასხვა უწყებაში გაიგზავნა ტერორისტული შინაარსის მუქარის შემცველი შეტყობინებები, რაც დაკავშირებული იყო აფეთქებების განხორციელებასთან.
„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის, ასევე, ტელეკომპანია „იმედის“ ოფიციალურ მეილზე აღნიშნულმა მომხმარებელმა გაგზავნა ტერორისტული შინაარსის მუქარის შემცველი შეტყობინება. ტექსტში მითითებული იყო, რომ კლუბში „ბასიანი“, ბარში „რატის ბარი“ და რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საახალწლო ღონისძიების ფარგლებში განთავსებულ სცენზე, ასევე მიმდებარე ტერიტორიასა და სხვადასხვა ავტომანქანაში დამონტაჟებული იყო ასაფეთქებელი მოწყობილობები“, - განაცხადეს სუს-ში.
მოდულის შენობაში გადაყვანამდე, სუს-ის თანამშრომლებმა ვარდოსანიძის საცხოვრებელ ბინასა და ავტოფარეხში ჩხრეკა ჩაატარეს. უწყების ინფორმაციით, ამოღებულია სხვადასხვა კომპიუტერული და ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი ტექნიკა, რაზეც ჩატარდება შესაბამისი მოქმედებები და საექსპერტო კვლევები.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 331-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინებას გულისხმობს.
„კონსერვატიული მოძრაობ/ალტ ინფოს“ ლიდერები ვარდოსანიძის დაკავებას არ გამორიცხავენ და გამოძიებას უნდობლობას უცხადებენ: „დამოუკიდებელ, კონსერვატიულად განწყობილ ჟურნალისტს [გულისხმობს ბექა ვარდოსანიძეს - რედ.], რომელიც აკრიტიკებდა მთავრობას, პირადად ბიძინა ივანიშვილს, პოლიცია სახლში შეუვარდა, მეილი ვუპოვეთო - ამით წაიყვანეს და იჭერენ“, - ამბობს ზურაბ მახარაძე.
პრორუსული პარტიის ლიდერები და მხარდამჭერები სუს-თან იკრიბებიან და ბექა ვარდოსანიძის გათავისუფლებას ითხოვენ.
