„საქართველო ყველა თავისი ისტორიის მთავარ მონაკვეთზე ირჩევს განვითარების გზას, თავისუფლების გზას, დემოკრატიის გზას და ეს არის ევროპული გზა. ევროპული ღირებულებები, პირველ რიგში, ქართული ღირებულებებია და ამიტომაც ესოდენ გვიადვილდება ევროპისკენ სვლა. სვლა ვახსენე, მაგრამ დღეს ეს გზა გაიყინა. ეს გზა ამ ხელისუფლებამ გაგვიყინა, გადაუხვია კონსტიტუციას და ამით უარი უთხრა საკუთარ ამომრჩეველს“, - განაცხადა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ახალი სამოქალაქო მოძრაობის, „აირჩიე ევროპის“ დაფუძნების ღონისძიებაზე.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
ზურაბიშვილის თქმით, ის იყო იმ კამპანიის ნაწილი, რომელმაც ჯერ „ქართული ოცნება“ მოიყვანა სათავეში, ხოლო შემდეგ საპრეზიდენტო კანდიდატი გახდა. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ყველა ეს კამპანია აგებული იყო იმაზე, რომ ქვეყნის საგარეო კურსი, მისი განვითარება მიმართული ყოფილიყო ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისაკენ.
„ამ გზას გადაუხვიეს და ჩვენ გაგვყინეს. დღეს რაც ხდება ნატოს სამიტზე, ის განცხადებები, რაც გაკეთდა ჩვენი თავდაცვის ძალებისთვის დახმარების შეწყვეტაზე, ძალიან სერიოზული საფრთხეა ამ ქვეყნისთვის.
ცოტა დროა დარჩენილი - 100 დღე. 100 დღე ცოტაცაა და ბევრიც იმისთვის, რომ საზოგადოებამ თავისი სათქმელი თქვას. დღეს ჩვენ არ გვექნება ჩვეულებრივი არჩევნები, ეს არ არის რაღაც საარჩევნო კამპანია, თუ არა მე, როგორც პრეზიდენტი აქ არ ვიქნებოდი. ეს არის ქვეყნის ბედის არჩევანი, ეს არის ჩვენი მომავლის არჩევანი, ეს არის ნამდვილად რეფერენდუმი და ამ რეფერენდუმში საქართველოს საზოგადოება ერთ მხარესაა და ხელისუფლება მეორე მხარეს, რომელმაც ჩვენი მომავლის უზურპაცია მოახდინა. არ შეიძლება ჩვენ ამაზე დავთანხმდეთ. აქ საჭიროა, გავერთიანდეთ, შევასრულოთ ქარტია, რომელსაც ყველა პარტიამ მოაწერა ხელი, ან თუ არ მოაწერა, ამბობს, რომ ეთანხმება.
არჩევნების შემდეგ ძალიან ცოტა დრო იქნება იმისთვის, რომ შევასრულოთ ის, რაც ქარტიაში წერია. ძალიან ცოტა დრო გვაქვს, რომ ჩვენ გამოვიდეთ ამ გაყინული მდგომარეობიდან, რომ დავუბრუნდეთ ჩვენს პარტნიორებს და დავაჯეროთ მათ, რომ ჩვენ დავუბრუნდით ჩვენს გზას და ხელახლა უნდა გაგვიხსნან ყველა კარი, რაც დღეს ნახევრად მიხურულია. ეს ჩვენთვის გარდაუვალი ამოცანაა. სხვა გზა არ გვაქვს, სხვა ალტერნატივა არ გვაქვს. ვართ ძალიან ბევრნი, ვართ ძალიან ერთიანნი და საქართველო გაიმარჯვებს“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.
„აირჩიე ევროპა“ უსაფრთხოების ექსპერტმა ხათუნა ლაგაზიძემ, პოლიტიკის ანალიტიკოსმა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ლელა ჯეჯელავამ, ევროპული პოლიტიკის ექსპერტმა გიორგი რუხაძემ, ბიზნესმენმა ივა ჭყონიამ და საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორმა, დოქტორმა ლაშა ძებისაშვილმა დააფუძნეს. სამოქალაქო მოძრაობა 18 ივლისიდან 26 ოქტომბრამდე 100-დღიანი უწყვეტი „ევროპულ მარათონი“ ჩატარებას გეგმავს, რომლის ფარგლებშიც საქართველოს მოსახლეობას მომავალი არჩევნების მნიშვნელობის შესახებ ინფორმაციას მიაწვდიან და ემიგრანტებს საკონსულო რეგისტრაციაში დაეხმარებიან.