„აირჩიე ევროპა“ - ასე ჰქვია ახლად შექმნილ სამოქალაქო მოძრაობას, რომლის მიზნად საქართველოს ევროპული მომავლის, მისი დამოუკიდებლობისა და თავისუფლების დაცვა დასახელდა. „აირჩიე ევროპის“ დამფუძნებლები უსაფრთხოების ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე, პოლიტიკის ანალიტიკოსი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ლელა ჯეჯელავა, ევროპული პოლიტიკის ექსპერტი გიორგი რუხაძე, ბიზნესმენი ივა ჭყონია და საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი, დოქტორი ლაშა ძებისაშვილი არიან.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სასამართლომ „ლუკოილ ჯორჯიას“ მითვისებული საწვავის დაბრუნება დაავალა
- 2 Nestle-მ ჩვილ ბავშვთა საკვების ნაწილი გაყიდვებიდან ამოიღო ტოქსინის გამო
- 3 პაპუაშვილი: ამ ომს ნამდვილად ჰყავს ორი დამარცხებული - უკრაინა და ევროკავშირი
- 4 სუს-ის ყოფილი უფროსის ნათესავი ბიჭიკო პაიკიძე ესპანეთში დააკავეს
- 5 ევროკომისია: საქართველომ შეიძლება სრულად დაკარგოს ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი
- 6 სამხრეთ კორეაში საქართველოს ელჩი გაათავისუფლეს – პაპასქუა საგარეო უწყებას ტოვებს
„ჩვენ გთავაზობთ, საზოგადოების ფართო მონაწილეობით შევქმნათ სტრატეგიული დიალოგის პლატფორმა საქართველოს განვითარების გრძელვადიანი გეგმის შესამუშავებლად. ეს სტრატეგია უნდა გახდეს საბაზისო დოკუმენტი მომდევნო მთავრობებისთვის“, - მიმართა ხათუნა ლაგაზიძემ დამსწრეებს.
ახალი სამოქალაქო მოძრაობის პრეზენტაციაზე სიტყვით საქართველოს პრეზიდენტიც გამოვიდა. სალომე ზურაბიშვილმა ხელისუფლება ევროპული გზიდან გადახვევის გამო გააკრიტიკა და თქვა, რომ მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებზე ქვეყნის ბედი გადაწყდება.
„დარჩა ცოტა დრო, ასი დღე. ასი დღე ცოტაც არის და ბევრია იმისთვის, რომ საზოგადოებამ თავისი სათქმელი თქვას. ჩვენ არ გვექნება ჩვეულებრივი არჩევნები. ეს არ არის რაღაც საარჩევნო კამპანია, თორემ მე, როგორც პრეზიდენტი, აქ არ ვიქნებოდი. ეს არის ქვეყნის ბედის არჩევანი. ეს არის ჩვენი მომავლის არჩევანი, ეს არის ნამდვილად რეფერენდუმი. ამ რეფერენდუმში, ერთი მხრივ, არის საქართველოს საზოგადოება, მეორე მხარეს არის ხელისუფლება, რომელმაც ჩვენს მომავალს გაუკეთა უზურპაცია. არ შეიძლება, ამაზე დავთანხმდეთ. საჭიროა, გავერთიანდეთ“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.
სამოქალაქო მოძრაობას უერთდებიან კინორეჟისორი ლანა ღოღობერიძე, მუსიკოსი ნინო ქათამაძე, დირიჟორი და კომპოზიტორი ნიკოლოზ რაჭველი, რეჟისორი ლევან წულაძე, ორგანიზაცია „12 სართული“, ჯგუფ „წინაპრების“ დამფუძნებელი და ტელეწამყვანი სოფიო ხუნწარია, ანსამბლ „სუხიშვილების“ დირექტორი ნინო სუხიშვილი, მხატვარი გოგი ალექსი-მესხიშვილი, მედიცინის დოქტორი, იმუნოლოგი გიორგი კამკამიძე, 2020 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებული სოფო გოგოხია და სხვები. მათ ხელი მოაწერეს მანიფესტს, რომელშიც ნათქვამია, რომ მხოლოდ ფიქრითა და ოცნებით საქართველო საკუთარ ისტორიულ არჩევანს რეალობად ვერ აქცევს - „საჭიროა თითოეული ჩვენგანის აქტიური მოქმედება ევროპული მომავლის გადასარჩენად და ქვეყნის დემოკრატიისა და განვითარების შეუქცევად გზაზე დასაბრუნებლად“.
სამოქალაქო მოძრაობა 18 ივლისიდან 26 ოქტომბრამდე 100-დღიანი უწყვეტი „ევროპულ მარათონი“ ჩატარებას გეგმავს, რომლის ფარგლებშიც საქართველოს მოსახლეობას მომავალი არჩევნების მნიშვნელობის შესახებ ინფორმაციას მიაწვდიან და ემიგრანტებს საკონსულო რეგისტრაციაში დაეხმარებიან.
