ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერმა, მეთიუ მილერმა დღევანდელი ბრიფინგი საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილების შეფასებით დაიწყო. აშშ ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსულ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას გმობს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 პუტინის თქმით, საქართველოს ხელისუფლების სიმამაცით გაკვირვებულია
- 4 არალეგიტიმური პრემიერი შსს-ს მომიტინგეებზე სასტიკი ძალადობისთვის მადლობას უხდის
- 5 „ქართული ოცნების“ დე-ფაქტო მთავრობა არალეგიტიმურია - ჰელსინკის კომისია
- 6 სპეცრაზმი რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებს არბევს
„დღეს საქართველოს პარლამენტმა მხარი დაუჭირა საქართველოს პრეზიდენტის ვეტოს გაუქმებას ანტიდემოკრატიულ საგარეო გავლენის კანონპროექტზე, რომელიც არ შეესაბამება ევროპულ ნორმებს და ფაქტობრივად, კანონპროექტი კანონად აქცია. შეერთებული შტატები გმობს ამ ქმედებას.
ამ კანონის მიღებით, მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყანა კიდევ უფრო დააშორა ევროინტეგრაციის გზას და უგულებელყო ქართველი ხალხის ევროატლანტიკური მისწრაფებები, რომლებიც კვირებია ქუჩაში გამოდიან ამ კანონის წინააღმდეგ.
„ქართულმა ოცნებამ“ უგულებელყო ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის სამართლებრივი შეფასება და ასევე, საქართველოს უახლოესი პარტნიორების მოწოდებები, რომ ეს კანონი გამოიწვევს სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის სტიგმატიზებას, შეზღუდავს ფუნდამენტურ თავისუფლებებს.
მმართველი პარტიის ქმედებები და ანტიდასავლური რიტორიკა საფრთხეს უქმნის საქართველოს დემოკრატიულ ტრაექტორიას, სამომავლო ეკონომიკურ უსაფრთხოებას, ევროკავშირის წევრობას და ასევე, აშშ-საქართველოს ურთიერთობებს აყენებს რისკის ქვეშ.
გასულ კვირას სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა განაცხადა, რომ ნებისმიერმა პირმა, რომელიც ძირს უთხრის დემოკრატიულ პროცესსა და ინსტიტუტებს საქართველოში, ასევე, მათი ოჯახის წევრებმა, შესაძლოა ვერ მიიღონ აშშ-ის ვიზა ახალი პოლიტიკის ფარგლებში, რაც გამორიცხავს აშშ-ში მოგზაურობას. გარდა ამისა, შეერთებულმა შტატებმა დაიწყო აშშ-სა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვა.
გასულ კვირას სახელმწიფო მდივანმა ასევე განაცხადა, რომ ჩვენ გავითვალისწინებთ „ქართული ოცნების“ ქმედებებს გადაწყვეტილების მიღების დროს.
ამერიკის შეერთებული შტატები აგრძელებს ქართველი ხალხის გვერდით დგომას, რადგან ისინი შრომობენ დასავლური და დემოკრატიული მომავლისთვის. სამწუხაროა, რომ საქართველოს ლიდერებმა აირჩიეს, ქართველი ხალხის სურვილის მიუხედავად, უარი თქვან, დასავლეთის მიმართულებით წინ წასასვლელად ნაბიჯების გადადგმაზე“, - განაცხადა მეთიუ მილერმა.
დღეს, 28 მაისს, საქართველოს პარლამენტმა რუსულ კანონზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია და 84 ხმით საბოლოოდ დაამტკიცა. „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა საკანონმდებლო ორგანო პოლიციისა და სპეცრაზმის დახმარებით დატოვეს.