უსაფრთხოების, თავდაცვის მრეწველობისა და კოსმოსის საკითხებში ევროკომისარი სავარაუდოდ ლიეტუველი ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი გახდება. ამის შესახებ Politico წერს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 გაუპატიურება, წამება და დაკარგული ჩვილი - ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- 3 დამოუკიდებელი მედიების რედაქტორები ელისო კილაძის საქმის განხილვის საჯაროობას ითხოვენ
- 4 მძღოლს, რომელმაც გორში ავარიით დედა-შვილი იმსხვერპლა, 225 ვიდეოჯარიმა ჰქონდა
- 5 ნატა ვიბლიანის გაუპატიურების ერთი ეპიზოდი მამის საფლავზე მოხდა - ადვოკატი
- 6 სოხუმი მასშტაბური ენერგოკოლაფსის მიზეზად ენგურჰესზე მომხდარ ავარიას ასახელებს
გამოცემის ინფორმაციით, ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ გონივრული იქნება, თავდაცვის კომისრის ახლადშექმნილი თანამდებობა ცენტრალური ან აღმოსავლეთ ევროპის წარმომადგენელმა დაიკავოს.
ანდრიუს კუბილიუსი ევროპარლამენტის დეპუტატია (ევროპის სახალხო პარტია/ქრისტიან-დემოკრატები), რომელიც საგარეო საქმეებშია სპეციალიზირებული. 1990-2000 და 2008-2012 წლებში ის ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას იკავებდა. როგორც Politico წერს, პოლიტიკოსს დიდ პატივს სცემენ 2008 წლის ფინანსური კრიზისის დროს ქვეყნის ხელმძღვანელობისთვის.
კუბილიუსი აქტიურად უჭერს მხარს უკრაინას, კერძოდ, ხაზს უსვამს კიევისთვის მუდმივი სამხედრო მხარდაჭერის აუცილებლობას და გამოდის მოწოდებით, აიძულონ მოსკოვი, გადაიხადოს უკრაინის აღდგენის საფასური, გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით. Politico-ს ცნობით, მან ვილნიუსს შესთავაზა, შექმნას სამთავრობო დეპარტამენტი ან სამინისტრო, რომელიც მთლიანად უკრაინის საკითხებს დაეთმობა.
ანდრიუს კუბილიუსი მხარს უჭერს ევროკავშირის გაფართოებას და აცხადებს, რომ ეს უნდა იყოს ევროკავშირის ფლაგმანი პროექტი მომავალი 5 წლის განმავლობაში. სხვადასხვა დროს მას მწვავედ გაუკრიტიკებია საქართველოს მმართველი პარტია. კუბილიუსს მიაჩნია, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობა საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე მთავარი დაბრკოლებაა.
