ოკუპირებული აფხაზეთის ახლად არჩეული დე ფაქტო პრეზიდენტის, ბადრა გუნბას განცხადებით, საქართველოს ადრე თუ გვიან მოუწევს აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება. ამის შესახებ მან რუსულ სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS-სთან ინტერვიუში განაცხადა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 გაუპატიურება, წამება და დაკარგული ჩვილი - ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- 3 დამოუკიდებელი მედიების რედაქტორები ელისო კილაძის საქმის განხილვის საჯაროობას ითხოვენ
- 4 მძღოლს, რომელმაც გორში ავარიით დედა-შვილი იმსხვერპლა, 225 ვიდეოჯარიმა ჰქონდა
- 5 ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს ლაშა ფურცხვანიძე, რომელმაც 13 წლის ბავშვი იმსხვერპლა
- 6 „სააფთიაქო ნარკომანიის“ საქმეზე დააპატიმრეს ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე
„რაც შეეხება საქართველოს, რა თქმა უნდა, ურთიერთქმედების და ქართულ-აფხაზური ურთიერთობების მოწესრიგების საკითხები შეიძლება გადაწყდეს მხოლოდ საქართველოს მიერ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის აღიარების, ასევე ძალის გამოუყენებლობის ფუნდამენტური დოკუმენტების ხელმოწერის პირობებში.
ჩვენთვის აუცილებელია გავიგოთ, რომ საქართველო ნამდვილად მზად არის ასეთი ნაბიჯების გადასადგმელად. ადრე თუ გვიან ჩვენს მეზობლებს მოუწევთ გაიგონ და მიიღონ ის რეალობა, რომელშიც ვიმყოფებით“, - განაცხადა გუნბამ.
დე ფაქტო პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ აფხაზეთი რუსეთის მიერ არის აღიარებული და მადლიერება გამოხატა ქვეყნის ხელმძღვანელობის, ასევე რუსი ხალხის მიმართ.
„ჩვენ აღიარებული ვართ რუსეთის ფედერაციის მიერ, რისთვისაც მადლობლები ვართ ვლადიმირ ვლადიმიროვიჩ პუტინის, დმიტრი ანატოლიევიჩ მედვედევისა და, რასაკვირველია, რუსი ხალხის, ვინც ამ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა.
ჩვენ ყოველთვის თბილი ურთიერთობები გვქონდა რუსეთის სახელმწიფოსთან, რუსეთის ხალხთან. ჩვენ მეგობრობის კავშირები გვაკავშირებს - ისტორიული, კულტურული. ჩვენთვის მნიშვნელოვანია მსგავსი მჭიდრო ურთიერთქმედების შენარჩუნება და
ჩვენი სახელმწიფოებრიობის შემდგომი აღიარების საკითხი ასევე შეიძლება გადაწყდეს რუსეთის ფედერაციასთან თანამშრომლობის ფარგლებში, რადგან სწორედ რუსეთი გვიწევს მხარდაჭერას აფხაზეთის აღიარების გაფართოების საკითხებში, რისთვისაც ძალიან მადლობელი ვართ“, - განაცხადა ბადრა გუნბამ.
გუნბა მოსკოვში ე.წ. ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად გამოცხადებიდან ორ დღეში გაემგზავრა და 5 მარტს რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეხვდა. „არჩევნებში“ ის კრემლის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი იყო.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ მოსკოვი სოხუმს საერთაშორისო კავშირების გაფართოებაში დაეხმარება.
