რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარებული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები შეაჯამა და განაცხადა, რომ მოსკოვი სოხუმისთვის მრავალმხრივი დახმარების გაწევას გააგრძელებს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 გაუპატიურება, წამება და დაკარგული ჩვილი - ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- 3 დამოუკიდებელი მედიების რედაქტორები ელისო კილაძის საქმის განხილვის საჯაროობას ითხოვენ
- 4 მძღოლს, რომელმაც გორში ავარიით დედა-შვილი იმსხვერპლა, 225 ვიდეოჯარიმა ჰქონდა
- 5 ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს ლაშა ფურცხვანიძე, რომელმაც 13 წლის ბავშვი იმსხვერპლა
- 6 „სააფთიაქო ნარკომანიის“ საქმეზე დააპატიმრეს ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე
„აფხაზეთის ახალი ხელმძღვანელობის წინაშე დგას მასშტაბური ამოცანები, რათა ეფექტურად უზრუნველყოს რესპუბლიკის ყოველმხრივი განვითარება. ამ პროცესში მნიშვნელოვანი როლი უნდა ითამაშოს მთელი რიგი შესაბამისი რუსულ-აფხაზური შეთანხმებების რეალიზაციამ.
მოსკოვი გააგრძელებს სოხუმისთვის მრავალმხრივი დახმარების აღმოჩენას ეროვნული უსაფრთხოების სფეროში, მწვავე სოციალურ-ეკონომიკური საკითხების გადაჭრასა და საერთაშორისო კავშირების გაფართოებაში“, - განაცხადა ზახაროვამ.
რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 1-ელ მარტს გაიმართა და გამარჯვებულად კრემლის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი ბადრა გუნბა გამოცხადდა.
დე ფაქტო ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, გუნბამ, რომელიც ნოემბრიდან ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობას ასრულდებდა, ამომრჩეველთა ხმდების 54.73% მიიღო, ხოლო მისმა კონკურენტმა, ე.წ. ოპოზიციის ლიდერმა, ადგურ არძინბამ - 41.54%.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ბადრა გუნბას მისალოცი დეპეშა გაუგზავნა, რომელშიც იმედი გამოთქვა, რომ რუსეთსა და აფხაზეთს შორის მოკავშირული და მეგობრული ურთიერთობები გაძლიერდება.
აფხაზეთში ვადამდელი საპრეზიდენტო „არჩევნები“ მას შემდეგ დაინიშნა, რაც დე ფაქტო რესპუბლიკის წინა ლიდერი, ასლან ბჟანია გასული წლის ნოემბერში, პროტესტის ფონზე გადადგა. „არჩევნების“ პირველი ტური 15 თებერვალს გაიმართა, რომელშიც გუნბასა და არძინბას გარდა, კიდევ სამი „კანდიდატი“ მონაწილეობდა.
