ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტს, ასლან ბჟანიას, მოსკოვში ვიზიტის დროს ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა, რის გამოც სამედიცინო დახმარება დასჭირდა. ამის შესახებ განცხადება ე.წ. პრეზიდენტის პრესსამსახურმა გაავრცელა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 2 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 3 სასკოლო ფორმების გაყიდვა 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება - მისამართები და დეტალები
- 4 მეორედ მიმანიშნეს ჩემი 75 წლის მამის დაჭერაზე - ღარიბაშვილის მორიგი წერილი ციხიდან
- 5 აფხაზი ბლოგერის დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალი დააკავეს
- 6 პატიმრობაში მყოფი ირაკლი ღარიბაშვილი ბიძინა ივანიშვილს შანტაჟში ადანაშაულებს
„რუსეთის ფედერაციის დედაქალაქში სამუშაო ვიზიტის დროს სახელმწიფოს მეთაურმა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო მიმართა სამედიცინო დაწესებულებას, სადაც აუცილებელი გამოკვლევები უტარდება. წინასწარი მონაცემებით, პრეზიდენტს უროლიტიზის გამწვავება აღენიშნება. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“, - ნათქვამია განცხადებაში.
უცნობია, როდის გაემგზავრა დე ფაქტო პრეზიდენტი მოსკოვში და რას ითვალისწინებდა მისი „სამუშაო ვიზიტი“.
2019 წელს, როდესაც ასლან ბჟანია აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატი იყო, მოსკოვის ერთ-ერთ საავადმყოფოში აღმოჩნდა. მისი გარემოცვის წევრები აცხადებდნენ, რომ ის წინასაარჩევნო მარათონიდან გამოთიშვის მიზნით მოწამლეს. 2020 წელს ბჟანია ისევ სამედიცინო დაწესებულებაში მოხვდა. 2 მარტს ის სასწრაფოდ ჯერ სოჭის საავადმყოფოში გადაიყვანეს, შემდეგ კი, ხელოვნური კომის მდგომარეობაში, ვერტმფრენით კრასნოდარში გადააფრინეს. ამ შემთხვევაშიც ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ის მოწამლული იყო.
ასლან ბჟანია 60 წლის არის.
