აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. ახლად არჩეული პრეზიდენტის, ბადრა გუნბას განცხადებით, აფხაზეთის რესპუბლიკის მიერ სუვერენიტეტის დაკარგვასთან დაკავშირებით ნებისმიერი საფრთხე გამორიცხულია.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მზია ამაღლობელს ერთ თვალში მხედველობა 10 %-მდე შეუმცირდა, მეორეში - 0,04 %-ია - ადვოკატი
- 2 რიჟვაძის საქმეზე საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი ალექსი ახვლედიანი დააკავეს
- 3 ივანიშვილ-კუპრაშვილის ბიურომ რუსული კანონების აღსრულება დაიწყო - არასამთავრობოები
- 4 მასობრივი ცენზურა - დევნა Facebook-ის სტატუსებისთვის
- 5 პაპუაშვილი არჩევნებზე წალენჯიხის მერიის განცხადებას „საბოტაჟს“ უწოდებს
- 6 სალომე ზურაბიშვილი 5 000 ლარით დააჯარიმეს გზის გადაკეტვისთვის
„არ არსებობს და არ შეიძლება იყოს რაიმე საფრთხე ჩვენს სუვერენიტეტთან დაკავშირებით. აფხაზეთის მოსახლეობამ თავისი მომავალი განსაზღვრა. მომავალი, რომელიც სახელმწიფოს, დამოუკიდებელი სახელმწიფოს განვითარებაშია. რუსეთმა მხარი დაუჭირა აფხაზეთის ხალხის ამ გადაწყვეტილებას. ამიტომ, ჩვენ პატივს ვცემთ რუსეთის აზრს“, - განაცხადა მოსკოვში მყოფმა გუნბამ რუსულ მედიასაშუალებებთან ინტერვიუში.
ბადრა გუნბამ აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტთან მისი შეხვედრა მორიგი დადასტურებაა იმისა, რომ რუსეთი პატივისცემით ეპყრობა აფხაზეთის „დამოუკიდებლობას“ და „სუვერენიტეტს“.
„ცხადია, რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობა ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტია. რუსეთი თანმიმდევრულად გვიჭერს მხარს ჩვენი სახელმწიფოს ცხოვრების ყველა სფეროში. ეს მოიცავს უსაფრთხოების, სოციალურ-ეკონომიკური განვითარების და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების საკითხებს“, - განაცხადა გუნბამ.
ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი კრემლში 5 მარტს მიიღო და „არჩევნებში“ გამარჯვება პირადად მიულოცა. პუტინი გუნბას აფხაზეთში პასპორტიზაციის პროგრამის გაგრძელებას დაჰპირდა.
რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 1-ელ მარტს გაიმართა და გამარჯვებულად ბადრა გუნბა გამოცხადდა. ის კრემლის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი იყო.
